Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ article 13 ბენეფიციარი მესაკუთრე. 1. ამ კანონის მიზნებისთვის ბენეფიციარი მესაკუთრეა ფიზიკური პირი, რომელიც არის კლიენტის საბოლოო მფლობელი ან საბოლოო მაკონტროლებელი ან/და რომლის სახელითაც მზადდება, იდება ან სრულდება გარიგება. 2. ამ კანონის მიზნებისთვის იურიდიული პირის ბენეფიციარი მესაკუთრეა ფიზიკური პირი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ამ იურიდიული პირის წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტს ან 25 პროცენტზე მეტს ან სხვაგვარად ახორციელებს იურიდიულ პირზე საბოლოო კონტროლს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების პირდაპირ ფლობად მიიჩნევა ფიზიკური პირის მიერ სამეწარმეო იურიდიული პირის წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტის ან 25 პროცენტზე მეტის ფლობა, ხოლო არაპირდაპირ ფლობად − იმ იურიდიული პირის მიერ, რომელსაც ფიზიკური პირი (პირები) აკონტროლებს (აკონტროლებენ), ან რამდენიმე იურიდიული პირის მიერ, რომლებსაც ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირები) აკონტროლებს (აკონტროლებენ), სამეწარმეო იურიდიული პირის წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტის ან 25 პროცენტზე მეტის ფლობა. |
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ article 13 4. თუ ყველა შესაძლო ღონისძიების განხორციელების შემდეგ ანგარიშვალდებული პირი დარწმუნდა, რომ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული პირის ბენეფიციარი მესაკუთრე არ არსებობს, ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები უნდა განხორციელდეს კლიენტის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მიმართ. 5. ტრასტის ან ტრასტის მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურის არსებობის შემთხვევაში ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები უნდა განხორციელდეს შემდეგი პირების მიმართ ან მათ ეკვივალენტურ მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ: ა) რწმუნებული; ბ) მარწმუნებელი; გ) მეურვე (არსებობის შემთხვევაში); დ) ბენეფიციარი; ე) სხვა ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს ეფექტიან საბოლოო კონტროლს ტრასტზე ან ტრასტის მსგავს სამართლებრივ სტრუქტურაზე (არსებობის შემთხვევაში). |
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ article 13 6. თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბენეფიციარი წინასწარ განსაზღვრული არ არის, ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა მოიპოვოს საკმარისი ინფორმაცია იმ პირთა წრის შესახებ, რომელთა სასარგებლოდაც შეიქმნა ან მოქმედებს ტრასტი ან ტრასტის მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურა, რათა დარწმუნდეს, რომ შეძლებს, ბენეფიციარის მიმართ ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები ბენეფიციარზე სარგებლის გაცემამდე ან ბენეფიციარის მიერ მისთვის მიკუთვნებული უფლებებით სარგებლობამდე განახორციელოს. |