FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

მეწარმეთა შესახებ

article  192

საერთო კრების მონაწილე აქციონერები.
1. საერთო კრებაში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება აქვთ მხოლოდ იმ აქციონერებს, რომლებსაც საერთო კრების სააღრიცხვო დღისთვის აქციებზე საკუთრების უფლება ჰქონდათ.
2. საერთო კრების სააღრიცხვო დღე არ უნდა იყოს საერთო კრების ჩატარების თარიღამდე 30 დღით ადრე. ამ კანონის 189-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საერთო კრების მოწვევის თარიღსა და სააღრიცხვო დღეს/თარიღს შორის უნდა იყოს არანაკლებ 6 დღე.
3. საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა სია უნდა შეიცავდეს უფლებამოსილი პირების იდენტიფიკაციისთვის აუცილებელ მონაცემებს, აქციათა და პარტნიორთა კატეგორიებს, ხმათა რაოდენობასა და მისამართებს, რომლებზედაც უნდა გაიგზავნოს შეტყობინება საერთო კრების მონაწილეთა სიაში შეყვანის შესახებ.
4. აქციონერს უფლება აქვს, სააქციო საზოგადოებას მოსთხოვოს საერთო კრების მონაწილეთა სიაში შეყვანის, მისი კუთვნილი აქციებისა და ხმების რაოდენობის დადასტურების გაცემა. აქციონერის ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა საერთო კრების მოწვევის პროცედურის არსებით დარღვევად მიიჩნევა.
5. აქციონერის სტატუსის დადასტურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ აქციონერის იდენტიფიცირებისთვის და მხოლოდ იმ ფარგლებში, რომლებიც პროპორციულია ამ მიზნის მისაღწევად.
მეწარმეთა შესახებ

article  192

6. აქციონერის უფლება, გაყიდოს ან სხვაგვარად გაასხვისოს თავისი წილი ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სააღრიცხვო თარიღს/დღეს და საერთო კრების მოწვევის თარიღს შორის პერიოდში, არ შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ შეზღუდვას, რომელიც, ჩვეულებრივ, არ იმოქმედებდა მის მიმართ.
7. საერთო კრების მონაწილეთა სიის სისწორისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება საერთო კრების მომწვევ ორგანოს.