FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ადვოკატთა შესახებ

article  5

ადვოკატის მოვალეობები. ადვოკატი ვალდებულია:
    ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს პროფესიული ფუნქციები;
    ბ) ზუსტად და განუხრელად დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები;
    გ) არ შელახოს სასამართლოს და პროცესის სხვა მონაწილეთა უფლებები;
    დ) დაიცვას პროფესიული საიდუმლოება;
    ე) შეასრულოს საპროცესო კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული მოვალეობები და ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევაში კლიენტს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ;
    ვ) შეასრულოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული განგრძობადი სავალდებულო იურიდიული განათლების პროგრამის მოთხოვნები;
    ზ) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარიგების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია უზრუნველყოფს შესაბამისი ცნობის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის აღნიშნული კანონითა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით დადგენილი ფორმითა და წესით წარდგენას.