FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ცხოველთა სამყაროს შესახებ

article  62

სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა ცხოველთა სამყაროს დაცვასა და მისი ობიექტებით სარგებლობაზე.
1. ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობისადმი სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის ამოცანაა უზრუნველყოს ყველა იურიდიული და ფიზიკური პირის მიერ ცხოველთა სამყაროს დაცვის მოვალეობათა შესრულება , ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისა და მისი დაცვის წესებისა და კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესების დაცვა .
2. ცხოველთა სამყაროს დაცვისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო კონტროლს და ზედამხედველობას ექვემდებარება მოსარგებლის ნებისმიერი ქმედება , რომელიც დაკავშირებულია ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობასთან .
3. საქართველოში ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში – დაცული ტერიტორიების სააგენტო.
ცხოველთა სამყაროს შესახებ

article  62

4. სამინისტრო აკონტროლებს და აწესრიგებს ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის წესების , კვოტების , ვადებისა და სხვა მოთხოვნათა შესრულებას , აგრეთვე , ცხოველთა საბინადრო გარემოს , გამრავლების არეალების , გადარჩენის სტაციების , მიგრაციისა და წყალთან მისასვლელი გზების და წყლის სასმელი ადგილების დადგენისა და დაცვის ღონისძიებათა შემუშავებისა და განხორციელების სისწორესა და დროულობას .
5. სამინისტროს უფლება აქვს :
    ა ) შეწყვიტოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით თვითნებური სარგებლობა , აგრეთვე , ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის დადგენილი წესების , ვადების , კვოტების და სხვა მოთხოვნების დარღვევით სარგებლობა ;
    ბ ) გასცეს განკარგულებები ცხოველთა სამყაროს დაცვისა და სარგებლობის წესების , კვოტების , ვადებისა და სხვა მოთხოვნების დარღვევათა აღმოფხვრის შესახებ ;
ცხოველთა სამყაროს შესახებ

article  62

გ ) შეაჩეროს სამუშაოები , რომელთა განხორციელებისას სისტემატურად ირღვევა ცხოველთა სამყაროს დაცვის , მათი საბინადრო გარემოს , გამრავლების არეალების გადარჩენის სტაციების , მიგრაციის და წყალთან მისასვლელი გზების და წყლის სასმელი ადგილების დაცვის წესები , კვოტები და სხვა მოთხოვნები , სანამ არ აღმოიფხვრება ეს დარღვევები .
7. დაცული ტერიტორიების ფარგლებში ცხოველთა სამყაროს ფიზიკური დაცვის პრაქტიკულ ღონისძიებებს ახორციელებს დაცული ტერიტორიების სამსახური .