Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ article 26 სასაზღვრო რეჟიმი. 1. ,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესი“ ადგენს სასაზღვრო რეჟიმს სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში. სასაზღვრო რეჟიმი ამ კანონის შესაბამისად აზუსტებს სამუშაოთა წარმოების, პირთა შესვლის, დროებით ყოფნისა და გადაადგილების, აგრეთვე ნავმისადგომებში, პორტებსა და ბაზირების სხვა პუნქტებში, საქართველოს შიდა წყლებში არასამხედრო და სამხედრო გემების აღრიცხვის, ყოფნისა და ცურვის წესებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, ნავმისადგომებში, პორტებსა და ბაზირების სხვა პუნქტებში, საქართველოს შიდა წყლებში არასამხედრო და სამხედრო გემების აღრიცხვის, ყოფნისა და ცურვის წესები ვრცელდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე რაიონების ტერიტორიაზედაც, სადაც სასაზღვრო ზონა დადგენილი არ არის. |