Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
პოლიციის შესახებ article 2 კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება. ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) საზოგადოებრივი უსაფრთხოება – პირთა უფლებების, სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და კონსტიტუციური წყობილების, საქართველოს კანონებისა და სხვა აქტების ურღვევობა; ბ) მართლწესრიგი – საზოგადოებაში ჩამოყალიბებული ქცევისა და ურთიერთობების სისტემა, რომელიც წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და იმ ადათ-წესებით, ტრადიციებითა და ზნეობრივი ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას; გ) საფრთხე – ვითარება, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში დიდი ალბათობით ზიანი მიადგება პოლიციის მიერ დასაცავ სიკეთეს; დ) საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის – ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომელიც დააკმაყოფილებდა ობიექტურ დამკვირვებელს გარემოებათა გათვალისწინებით დასკვნის გასაკეთებლად; ე) ადმინისტრაციული რეალაქტი – ისეთი საჯაროსამართლებრივი ქმედება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისაკენ, შეცვლისაკენ ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგების დადგომისაკენ; |
პოლიციის შესახებ article 2 ვ) სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიება – სამსახურებრივ-ორგანიზაციული, საპროცესო, საგამოძიებო, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, ოპერატიულ-სამძებრო, სადაზვერვო, კონტრდაზვერვითი, სარეჟიმო, ტექნიკური და სამხედრო-ტაქტიკური ღონისძიებების ერთობლიობა, რომელსაც საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ახორციელებს მისთვის დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად. |