Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
თავდაცვის კოდექსი article 155 ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება. 1. მოსამსახურეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში: ა) შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი; ბ) ატაროს და გამოიყენოს სამხედრო-საბრძოლო იარაღი. 2. ცეცხლსასროლი იარაღის პასიურ გამოყენებად ითვლება მოსამსახურის მიერ ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად იარაღის დემონსტრირება. 3. ცეცხლსასროლი იარაღის აქტიურ გამოყენებად ითვლება მოსამსახურის მიერ იარაღიდან გამიზნული გასროლა. 4. მოსამსახურეს უფლება აქვს, უკიდურესი ღონისძიების სახით გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი: ა) სამინისტროს სისტემის დაცულ ობიექტზე პირის უნებართვო შეღწევისას; ბ) საკუთარი თავის ან/და სხვის დასაცავად, როდესაც საფრთხე ექმნება სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას; გ) იმ პირის გასათავისუფლებლად, რომელსაც უკანონოდ აქვს აღკვეთილი თავისუფლება; დ) ძალადობრივი ქმედებისთვის ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის დაკავებული პირის გაქცევის აღსაკვეთად, რომლის გაქცევის შესახებ მოსამსახურისთვის წინასწარ იყო ცნობილი; ე) ძალადობრივი დანაშაულის აღსაკვეთად, თუ პირი მოსამსახურეს წინააღმდეგობას უწევს; ვ) დაცულ ობიექტზე, სახელმწიფო ორგანოზე ან/და საზოგადოებრივ ორგანიზაციაზე თავდასხმის მოსაგერიებლად; ზ) საშიში ცხოველის თავდასხმისგან ადამიანის დასაცავად; |
თავდაცვის კოდექსი article 155 თ) სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისთვის მის დასაზიანებლად, თუ მძღოლის მოქმედება რეალურ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას და მძღოლი არ ემორჩილება მოსამსახურის არაერთგზის მოთხოვნას სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ, გარდა მოძრავი სატრანსპორტო საშუალებიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებისთვის სროლისა. 5. პირის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის აქტიურ გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს მისი გამოყენების შესახებ სიტყვიერი გაფრთხილება − „სდექ, თორემ გესვრი!“, ხოლო შემდეგ უნდა განხორციელდეს გამაფრთხილებელი გასროლა. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გამაფრთხილებელი გასროლა არ განხორციელდეს. 6. გაფრთხილების გარეშე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება შეიძლება: ა) შეიარაღებული თავდასხმისას, საბრძოლო ტექნიკით, ნებისმიერი სატრანსპორტო ან მექანიკური საშუალებით მოულოდნელი თავდასხმისას; ბ) სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის დაკავებული ან დაპატიმრებული პირის გაქცევისას, რის შესახებაც მოსამსახურისთვის წინასწარ იყო ცნობილი; გ) პირის მიერ შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისას; დ) განგაშის სიგნალის მისაცემად ან დამხმარე ძალის გამოსაძახებლად; ე) ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად; |
თავდაცვის კოდექსი article 155 ვ) სასიკვდილოდ დაზიანებული ან დასნებოვნებული ცხოველის სიცოცხლის შესაწყვეტად, როდესაც ნათელია, რომ პრობლემის სხვაგვარად გადაჭრა შეუძლებელია. 7. პირის სასიკვდილოდ დაჭრის საფრთხის არსებობისას მოსამსახურემ ცეცხლსასროლი იარაღი შეიძლება გამოიყენოს მხოლოდ აუცილებელი მოგერიების ან/და უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში. 8. მოსამსახურეს ეკრძალება პირის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ისეთ ადგილას, სადაც არსებობს სხვა პირის დაშავების საფრთხე, აგრეთვე ცეცხლსაშიშ ან აფეთქებასაშიშ ადგილას, გარდა აუცილებელი მოგერიების ან/და უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევისა. 9. მოსამსახურე ვალდებულია ცეცხლსასროლი იარაღის აქტიური გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს თავის უშუალო ხელმძღვანელსა და პროკურორს. 10. სამინისტროს მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესი მტკიცდება მინისტრის ნორმატიული აქტით. |