FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ

article  116

უწყებრივი რეესტრი.
1. უწყებრივ რეესტრში ფარმაცევტული პროდუქტის შეტანა გულისხმობს მის საქართველოს ბაზარზე დაშვებას .
2. უწყებრივ რეესტრში მიეთითება ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაციის ნომერი , დაინტერესებული პირი , მწარმოებელი ქვეყანა , სავაჭრო დასახელება , საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება (ასეთის არსებობისას ), ფორმა , დოზა , საჭიროებისას – კონცენტრაცია , რეგისტრაციის თარიღი , რეგისტრაციის ვადა და შეფუთვა - მარკირების ნიმუშის ელექტრონული ვერსია .
3. უწყებრივი რეესტრი საჯარო დოკუმენტია და ინფორმაციაზე საზოგადოების დაუბრკოლებლად ხელმისაწვდომობის მიზნით სავალდებულოა მისი ელექტრონული ფორმით წარმოება და ინტერნეტის მეშვეობით მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა .
4. ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაციის აღიარებითი რეჟიმით უწყებრივ რეესტრში ფარმაცევტული პროდუქტის შეტანა შესაძლებელია განხორციელდეს :
    ა ) სააგენტოს მიერ პროაქტიულად , სხვა ქვეყნის ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოს მიერ შესაბამის ბაზარზე დაშვებული ფარმაცევტული პროდუქტის შესახებ ინფორმაციის საფუძველზე ;
წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ

article  116

ბ ) დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი , ამ კანონის 11-10 მუხლით განსაზღვრული ჰომოლოგიური საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის ადმინისტრაციული ექსპერტიზის განხორციელების შემდეგ ;
    გ ) დაინტერესებული პირის მიერ საქართველოს ბაზარზე უკვე დაშვებული ფარმაცევტული პროდუქტის განსხვავებული შეფუთვა - მარკირებით პირველად შემოტანის შესახებ შეტყობინების პროცედურის გავლის შემდეგ .
5. ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით უწყებრივ რეესტრში ფარმაცევტული პროდუქტის შეტანა ხორციელდება ამ კანონის 11-11 მუხლით დადგენილი პროცედურის განხორციელების შემდეგ .