Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ article 82 განმცხადებლის შესაფერისობის შეფასება. 1. განმცხადებლის მიერ ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ეროვნული ბანკი ამოწმებს წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის ფორმალურ შესაბამისობას ამ კანონითა და ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. თუ განმცხადებლის მიერ არ არის წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სრულყოფილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ეროვნული ბანკი განმცხადებელს უდგენს ხარვეზს და მის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს ვადას არაუმეტეს 15 სამუშაო დღისა. ხარვეზის აღმოსაფხვრელად დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი განმცხადებელს მნიშვნელოვანი წილის შეძენაზე უარს ეუბნება. განმცხადებლის მიერ სრულყოფილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში ეროვნული ბანკი უდასტურებს პირს მის მიღებას, რომელშიც მიეთითება შესაბამისობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ვადა. |
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ article 82 2. ეროვნული ბანკი წარდგენილ ინფორმაციას/დოკუმენტაციას განიხილავს სრულყოფილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიღების შესახებ დასტურის გაცემიდან 60 სამუშაო დღის ვადაში. განხილვის პერიოდში ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით მოითხოვოს ნებისმიერი სხვა, დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად, კონკრეტულ შემთხვევაში, აუცილებელია, ასევე მას უფლება აქვს, აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმოს ან უშუალოდ განმცხადებელთან დააზუსტოს. დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოთხოვნა დასაშვებია ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიღების შესახებ წერილობითი დასტურის გაცემიდან არაუგვიანეს 50-ე სამუშაო დღისა. ამ შემთხვევაში განხილვის ვადის დინება შეჩერდება დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენამდე, არაუმეტეს 20 სამუშაო დღისა ან არაუმეტეს 30 სამუშაო დღისა, თუ განმცხადებელი არარეზიდენტი პირია, რის შესახებაც განმცხადებელს უნდა ეცნობოს. განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა ვადის დინების განახლების საფუძველია, ხოლო დადგენილ ვადაში ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარუდგენლობა − მნიშვნელოვანი წილის შეძენაზე უარის თქმის საფუძველი. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, ხელახლა მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა ან ინფორმაციის დაზუსტება. ასეთ შემთხვევაში განხილვის ვადის დინება აღარ შეჩერდება. |
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ article 82 3. ეროვნული ბანკი, წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის განხილვის შედეგად, თანხმობას აძლევს განმცხადებელს შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე ან დასაბუთებულ უარს ეუბნება, თუ განმცხადებელი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონითა და კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შესაფერისობის მოთხოვნებს ან მან არ წარადგინა ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია უარი განუცხადოს განმცხადებელს შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში. 4. მნიშვნელოვანი წილის შეძენის ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობა ან დასაბუთებული უარი განმცხადებელს უნდა ეცნობოს შეფასების დასრულებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, შეფასების საერთო ვადის დაურღვევლად. |
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ article 82 5. დოკუმენტაციის/ინფორმაციის მიღების შესახებ დასტურის გაცემიდან 60 სამუშაო დღის ვადაში ეროვნული ბანკის მიერ პასუხის გაუცემლობა ავტომატურად ნიშნავს შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობის მიცემას. საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მნიშვნელოვანი წილის შეძენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ვადა გაგრძელოს 90 სამუშაო დღემდე, რის შესახებაც განმცხადებელს ეცნობება ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე. 6. ეროვნული ბანკისათვის შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარუდგენლობის ან ეროვნული ბანკის დასაბუთებული უარის მიუხედავად წილის შეძენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შესაბამის პირს შეუჩეროს ხმის უფლება ან/და მოსთხოვოს მის საკუთრებაში არსებული წილის 10 პროცენტამდე შემცირება/მნიშვნელოვანი გავლენის/კონტროლის გაუქმება, ასევე მოსთხოვოს კომერციულ ბანკს პირის მიერ წილის შეძენის შედეგად მიღებული ხმის უფლების ან/და სხვა უფლებამოსილებების გამოყენების შედეგების გაუქმება. |