FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 5

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

article  8

ავტორიზაციას დაქვემდებარებული დაწესებულებები.
1. ავტორიზაციას დაქვემდებარებული დაწესებულებებია (შემდგომში – სტატუსის მაძიებელი):
    ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი;
    ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი;
    გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი.
11. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავტორიზაციას მოიპოვებს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. სტატუსის მაძიებელმა საავტორიზაციო განაცხადში უნდა მიუთითოს, რომ ავტორიზაციის მოპოვების შემთხვევაში განახორციელებს:
    ა) დაწყებითი ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას;
    ბ) საბაზო ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას;
    გ) საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას;
    დ) საბაზო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას; დ-1) საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას; დ-2) უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას; დ-3) მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამას;
    ე) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამას; ე-1) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამას;
    ვ) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამას;
განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

article  8

ზ) დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამას;
    თ) სხვა საგანმანათლებლო პროგრამას, რომლის განხორციელებისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია სავალდებულო აკრედიტაცია, ასევე იმ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომელთაც უკავშირდება სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა.
3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ საავტორიზაციო განაცხადში მითითებული საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, აგრეთვე ის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ავტორიზაციის მოქმედების პერიოდში ამ საგანმანათლებლო დაწესებულებამ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაიმატა.
31. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.
4. ავტორიზაციას არ ექვემდებარება:
    ა) სუბიექტი, რომელიც ახორციელებს ისეთ საგანმანათლებლო საქმიანობას: ა.ა) რომელსაც თან არ ახლავს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა; ა.ბ) რომელიც არ არის კვალიფიკაციის მიმნიჭებელი საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილი;
განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

article  8

ა.გ) რომელიც არც პირდაპირ და არც ირიბად არ უკავშირდება კვალიფიკაციის მიმნიჭებელ საგანმანათლებლო პროგრამას და აქვს დამოუკიდებელი სწავლის შედეგი; ა.დ) რომელიც არ მთავრდება კვალიფიკაციის მინიჭებით;
    ბ) ფიზიკური პირის ინდივიდუალური საგანმანათლებლო საქმიანობა, მათ შორის, პროფესიული მომზადების სფეროში.
განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

article  8

5. დაწესებულება, რომელმაც მოიპოვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი სხვა, დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე, უფლებამოსილი არ არის, მოიპოვოს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე, შესაბამისი უფლების მოპოვების შემთხვევაში განახორციელოს მხოლოდ სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა, საბაზო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, პროფესიული მომზადების პროგრამები ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამები. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე, შესაბამისი უფლების მოპოვების შემთხვევაში განახორციელოს ნებისმიერი სახის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამები, სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა, პროფესიული მომზადების პროგრამები ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამები. აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს იღებენ შესაბამისი საბჭოები: პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო, სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭო და პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭო.
განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

article  8

51. დაწესებულება, რომელმაც მოიპოვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, უფლებამოსილია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ან/და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზნით დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
6. ამ მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების მოთხოვნათა შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი.