FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

article  181

ბიუჯეტის შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება და სხვა გადასახადის გადახდის ანგარიშში გადატანა.
1. სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე ბიუჯეტის შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნების და შემოსულობის სხვა სახეში გადატანის, აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
2. გადასახადებიდან მიღებული შემოსავლების შესრულების აღრიცხვა და ანგარიშგება წარმოებს დაბრუნების ქვეანგარიშზე მიმართული სახსრების გარეშე.
3. ბიუჯეტის შემოსულობის შესრულების აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოებისას კორექტირება ხდება ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის დაბრუნებული ან შემოსულობის სხვა სახეში გადატანილი თანხით.