Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 180 საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით. 1. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია პარლამენტის წინაშე დასვას საქართველოს მთავრობის ნდობის საკითხი. 2. ნდობის საკითხს კენჭი ეყრება მისი დასმიდან არაუადრეს მე-7 და არაუგვიანეს მე-14 დღისა. 3. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურაზე ვრცელდება ამ რეგლამენტის 178-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესი. 4. თუ პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში საქართველოს მთავრობას ნდობას არ გამოუცხადებს, პარლამენტი უფლებამოსილია საქართველოს მთავრობისთვის ნდობის არგამოცხადებიდან 7 დღის ვადაში, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ნდობა გამოუცხადოს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ საქართველოს მთავრობას. პარლამენტს საქართველოს მთავრობის შემადგენლობასთან ერთად წარედგინება სამთავრობო პროგრამა. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურაზე ვრცელდება ამ რეგლამენტის 178-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესი. |