Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ article 13 ბუნებრივი წყაროებით გამოწვეული დასხივების შეზღუდვა. 1. ბუნებრივი რადიონუკლიდებით მოსახლეობის დასხივების შესაზღუდავად „ტექნიკური რეგლამენტით – მაიონებელი გამოსხივების წყაროებისადმი მოპყრობისადმი რადიაციული უსაფრთხოების ნორმებითა და ძირითადი მოთხოვნებით“ დგინდება შენობაში, სამუშაო ადგილზე, წიაღისეულის მოპოვების ადგილზე და გარემოში ბუნებრივი გამოსხივების გაზომვების ჩატარების წესი. 2. წიაღის ეულის მოპოვების სამუშაოები უნდა წარმოებდეს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შეფასების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3.სამუშაო ადგილზე რადონის მოცულობითი აქტივობის დასაშვები დონე, სამშენებლო საქმიანობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთის რადიაციული მდგომარეობის შეფასების პირობები, სამშენებლო მასალისა და მშენებლობისათვის განკუთვნილი პროდუქციის რადიოაქტიური დაბინძურების დასაშვები დონეები დგინდება „ტექნიკური რეგლამენტით – მაიონებელი გამოსხივების წყაროებისადმი მოპყრობისადმი რადიაციული უსაფრთხოების ნორმებითა და ძირითადი მოთხოვნებით“. აღნიშნული მასალა და პროდუქცია რადიაციულ კონტროლს ექვემდებარება. 4.საშენი მასალების მწარმოებლები ვალდებული არიან, უზრუნველყონ საშენ მასალებში რადიონუკლიდების შემცველობის გაზომვა, აწარმოონ შედეგების აღრიცხვა და მიღებული შედეგების შეფასება. |