FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

article  56

მოთხოვნა ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების დოკუმენტის მიმართ.
1. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული, საქართველოს დროშით მცურავი გემი ვალდებულია ჰქონდეს SOLAS-ის კონვენციის V თავის მე-14 რეგლამენტის შესაბამისად ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების დოკუმენტი .
2. გემს არ ა აქვს ზღვაში გასვლის უფლება, თუ:
    ა) არ აქვს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების დოკუმენტი;
    ბ) ეკიპაჟი არ არის დაკომპლექტებული აღნიშნული დოკუმენტის შესაბამისად ეკიპაჟის მინიმალური მისაღები რაოდენობით დაკომპლექტების მინიმალური სტანდარტით.
3. გემის კაპიტანი, რომელსაც ეხება ეს კანონი, ვალდებულია არ დაუშვას გემის ზღვაში გასვლა, თუ გემზე არ არის ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების მოქმედი დოკუმენტი და თუ ეკიპაჟი არ არის დაკომპლექტებული ამ დოკუმენტის შესაბამისად.