FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 7

საგზაო მოძრაობის შესახებ

article  55

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდა და მართვის უფლების მინიჭებისათვის აუცილებელი მოთხოვნები.
1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიების ან/და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელმაც წარმატებით ჩააბარა შესაბამისი მართვის უფლების მისაღები გამოცდა (თეორიული ან/და ერთ- ან ორეტაპიანი პრაქტიკული).
2. ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიების ან/და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე პირი დაიშვება, თუ:
    ა) მან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმატებით გაიარა მძღოლთა მომზადების თეორიული და პრაქტიკული სწავლების სრული კურსი მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში/დაწესებულებებში (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა და პირის „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვების შემთხვევისა);
    ბ) იგი აკმაყოფილებს მართვის უფლების მინიჭებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
    გ) აღმოფხვრილია მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევის საფუძველი და გასულია მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევის ვადა, გარდა ამ კანონის 59-ე მუხლის 5-1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
    დ) არ არსებობს მართვის უფლების შეწყვეტის (გაუქმების) საფუძველი;
საგზაო მოძრაობის შესახებ

article  55

დ) „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის − 17 წელი;
    ე) „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის − 18 წელი;
    ვ) „C1“ და „C1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის − 18 წელი;
    ზ) „C“ და „CE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის − 21 წელი;
    თ) „D1“ და „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის − 21 წელი;
    ი) „D“ და „DE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის − 24 წელი;
    კ) „T“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის − 17 წელი;
    ლ) „S“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის − 18 წელი;
    მ) ტრამვაისათვის − 21 წელი.
5. „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
6. „C“ და „D“ კატეგორიების, აგრეთვე „D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლება პირს შეიძლება მიენიჭოს „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებიდან 1 წლის შემდეგ (ამ ვადაში არ ითვლება მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევის დრო).
საგზაო მოძრაობის შესახებ

article  55

7. „C1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
8. „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
9. „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
10. „CE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
11. „DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
საგზაო მოძრაობის შესახებ

article  55

12. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ გარემოებათა არსებობისას სავალდებულოა უფლებამოსილი ორგანოს მიერ პირის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვებისას, აგრეთვე შეჩერებული, ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენისას პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.
13. პირს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიების/ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვაზე დაუწესდა შეზღუდვა, დაკავშირებული რაიმე მოწყობილობის ტარებასთან ან/და სატრანსპორტო საშუალების ადაპტაციასთან, ან/და შეეზღუდა რაიმე ქმედების განხორციელება ან/და დაუწესდა სხვა შეზღუდვა, მძღოლისათვის მინიჭებულ მართვის უფლებას იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ ამ შეზღუდვებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში. ამ პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვები კოდირებული სახით აისახება მართვის მოწმობაში. გარდა ამ პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვებისა, მართვის მოწმობაში შეიძლება დადგენილი წესით მიეთითოს დამატებითი ინფორმაციის შემცველი მონაცემები.
საგზაო მოძრაობის შესახებ

article  55

ე) იგი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.
3. „B“ კატეგორიის/„A1“, „A2“ ან „B1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე შეიძლება დაიშვას 18 წლის ასაკს მიღწეული პირი, რომელსაც არ გაუვლია სათანადო მომზადება მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში. ამ პუნქტით დადგენილი წესი ვრცელდება აგრეთვე 21 წლის ასაკს მიღწეული პირის „A“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაშვებაზე.
4. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისათვის დადგენილია შემდეგი მინიმალური ასაკობრივი ზღვარი:
    ა) „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის − 16 წელი; ა-1) „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის − 17 წელი; ა-2) „A2“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის − 18 წელი;
    ბ) „A“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის: ბ.ა) 21 წელი, თუ პირს ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მოთხოვნამდე არანაკლებ 2 წლით ადრე მიენიჭა „A2“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ.ბ) 24 წელი, თუ არ არსებობს ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოება;
    გ) „B1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის − 16 წელი;
საგზაო მოძრაობის შესახებ

article  55

14. ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიების ან/და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი მოთხოვნები, ამ მოთხოვნებთან პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისობის დამდგენი უფლებამოსილი პირი, ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული, მართვასთან დაკავშირებული კოდირებული შეზღუდვები და მათი დაწესების პირობები, აგრეთვე დამატებითი ინფორმაციის შემცველი მონაცემების მითითების წესი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
15. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების გარდა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება დადგინდეს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისათვის აუცილებელი სხვა მოთხოვნებიც.
16. სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება დადგინდეს ამ მუხლით განსაზღვრულისგან განსხვავებული მოთხოვნები.
საგზაო მოძრაობის შესახებ

article  55

17. ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას პირი, რომელიც სატრანსპორტო საშუალების მართვისას არ ასრულებს შეზღუდვებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ითვლება მართვის უფლების არმქონედ.