Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
პროკურატურის შესახებ article 58 საქმიანობის შეფასების წესი და პროცედურა. 1. პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი, როგორც წესი, 2 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება შეფასებას, რომლის შედეგები არ არის საჯარო. 2. პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი ფასდება ამ კანონით განსაზღვრული და გენერალური პროკურორის მიერ დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად. 3. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის შეფასების ძირითადი კრიტერიუმებია: ა) საპროკურორო საქმიანობის/გამოძიების ხარისხის შეფასება; ბ) პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის დატვირთვა; გ) ხელმძღვანელის შეფასება; დ) წახალისება და დისციპლინური სახდელი. 4. პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი, რომლის შეფასების შედეგები ვერ აკმაყოფილებს კომპეტენციის მინიმალურ ზღვარს, ექვემდებარება პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის შესაბამისობის გამოცდას. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის შესაბამისობის გამოცდაში დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი ექვემდებარება რიგგარეშე შეფასებას გამოცდის ჩაბარებიდან 1 წლის განმავლობაში. ზედიზედ ორჯერ, შეფასების შედეგად კომპეტენციის მინიმალური ზღვრის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი შეიძლება დათხოვნილ იქნეს თანამდებობიდან. |
პროკურატურის შესახებ article 58 5. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის საქმიანობის შეფასებას ახორციელებენ გენერალური პროკურატურის უფლებამოსილი დანაყოფები. 6. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის საქმიანობის შეფასების წესსა და პროცედურებს ამტკიცებს გენერალური პროკურორი. |