Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ article 30 რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვა და დამტკიცება. 1. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე - რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტსა და მთავრობის მოხსენებას, მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ, წარადგენს (წარადგენენ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვა წევრი (წევრები), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მიღებული დავალებით. უმაღლესი საბჭო ასევე ისმენს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებებს. 2. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე, ამტკიცებს ახალი საბიუჯეტო წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტს. 3. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონი ქვეყნდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისათვის. 4.რესპუბლიკური ბიუჯეტის დამტკიცებიდან არაუგვიანეს 20 დღისა, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უგზავნის დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამის ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტს. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ article 30 5. უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი უნდა შეიცავდეს, არანაკლებ, ამ კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“–„ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას. |