Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
მაუწყებლობის შესახებ article 381 მაუწყებლობის ენა/ენები. 1. საქართველოში ავტორიზებულმა საერთო ეროვნული მაუწყებლობის განმახორციელებელმა ტელემაუწყებელმა პროგრამები საქართველოს სახელმწიფო ენაზე უნდა განათავსოს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით ან/და კომისიის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა. 2. საქართველოში ავტორიზებულმა საერთო ადგილობრივი მაუწყებლობის განმახორციელებელმა ტელემაუწყებელმა ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამები უნდა განათავსოს აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ენაზე, მათ შორის, საუკეთესო დროს. 3. საქართველოში ავტორიზებულმა საუნივერსიტეტო მაუწყებლობის განმახორციელებელმა ტელემაუწყებელმა პროგრამები საქართველოს სახელმწიფო ენაზე უნდა განათავსოს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით ან/და კომისიის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა. |
მაუწყებლობის შესახებ article 381 მაუწყებლობის ენა/ენები. . საქართველოს 2019 წლის 3 მაისის კანონი №4547 – ვებგვერდი, 10.05.2019წ. მუხლი 38-2. ავტორიზაცია/ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, გაუქმება 1. ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, მოქმედების ვადის გაგრძელება, მოქმედების შეჩერება და ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. 2. ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და ავტორიზებული პირის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. კომისიის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. |