FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ

article  16

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოება.
1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოებისას დამამზადებელი ვალდებულია:
    ა) უზრუნველყოს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოება საქართველოს კანონმდებლობისა და „FAO“-ს ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად;
    ბ) დაიცვას ტექნოლოგიური დისციპლინა და ტექნიკური უსაფრთხოების წესები;
    გ) უზრუნველყოს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საცალო ვაჭრობისათვის და მოხმარებლისათვის მოსახერხებელი დაფასოება;
    დ) დაიცვას პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შეფუთვის, მარკირებისა და შენახვის საერთაშორისო მოთხოვნები;
    ე) სისტემატურად შეამოწმოს სარეალიზაციოდ გამიზნული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სისუფთავე და ხარისხი;
    ვ) უზრუნველყოს ანალიტიკური სტანდარტების გამოშვება სოფლის მეურნეობის პროდუქციაში, კვების პროდუქტებში, სამკურნალო ნედლეულში და გარემოში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რაოდენობის კონტროლისათვის;
    ზ) შეწყვიტოს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაცია და საკუთარი სახსრებით მოახდინოს მათი უტილიზაცია, თუ შეუძლებელი ხდება აღნიშნული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უსაფრთხო გამოყენება, ტრანსპორტირება და შენახვა, მიუხედავად ყველა რეკომენდაციისა და წესის შესრულებისა;
    თ) (ამოღებულია) ;
    ი) აწარმოოს პესტიციდები და აგროქიმიკატები რეალური საჭიროების მიხედვით.
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ

article  16

2. აკრძალულია იმ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოება, რომელთაც არა აქვთ გავლილი სახელმწიფო რეგისტრაცია.
4. თუ პესტიციდების ან აგროქიმიკატების წარმოებისას დამამზადებელი ვერ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მათი უსაფრთხო მოხმარებისათვის პასუხისმგებელ აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა უფლებამოსილ ორგანოებს უფლება აქვთ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაჩერონ, შეზღუდონ ან აკრძალონ პესტიციდების ან აგროქიმიკატების წარმოება. საქართველოს 2003 წლის 7 მაისი ს კანონი № 2182 - სსმ I, №13 , 02.06.2003 წ . , მუხ . 73 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრი ს კანონი № 2581 - სსმ I, №59 , 31.12.2005 წ ., მუხ . 460