Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ article 2 კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები. 1. ამ კანონის ძირითადი მიზნებია: ა) უზრუნველყოს გურიის ეროვნული პარკის შექმნა; ბ) მოაწესრიგოს გურიის ეროვნული პარკის მართვისა და დაცვის, აგრეთვე ბუნებრივი რესურსების გამოყენების სამართლებრივი მექანიზმები. 2. ამ კანონის ძირითადი ამოცანაა, გურიის ეროვნული პარკის საზღვრებში: ა) ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ხელი შეუწყოს გურიის ეროვნული პარკის ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი ან სახეცვლილი ტერიტორიების დაცვას, აღდგენასა და გონივრულ გამოყენებას; ბ) უზრუნველყოს გურიის ეროვნული პარკის ბუნებრივი ეკოსისტემის, ლანდშაფტის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით − საქართველოს „წითელ ნუსხასა“ და გლობალურ „წითელ ნუსხაში“ შეტანილ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა გენოფონდის დაცვა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება; გ) უზრუნველყოს გურიის ეროვნული პარკის ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციისთვის, ჯანმრთელობის დაცვისა და ეკოტურიზმისა და მესაქონლეობის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად სათანადო მექანიზმების ჩამოყალიბება; |
გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ article 2 დ) უზრუნველყოს გურიის ეროვნული პარკისთვის მიკუთვნებული მიწის, წყლის, ცხოველთა სამყაროს და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვა, აღდგენა და გონივრული გამოყენება; ე) უზრუნველყოს გურიის ეროვნულ პარკში განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ბუნებრივი და ბიოეკოლოგიური რეჟიმის დაცვა, აღდგენა და მონიტორინგის განხორციელება; ვ) უზრუნველყოს უნიკალური და იშვიათი ორგანული თუ არაორგანული ბუნებრივი წარმონაქმნების, ცალკეული ბუნებრივი კომპონენტების ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად გადაგვარებისა და განადგურებისგან დაცვა. |