Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 181 საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად გადმოსვლისას პირის მიერ პირადი საკუთრების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა. 1. ფიზიკური პირის უცხო ქვეყნიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მუდმივად საცხოვრებლად გადმოსვლისას მის მიერ პირადი საკუთრების შემოტანა თავისუფლდება იმპორტის გადასახადისგან ამ მუხლის შესაბამისად. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმ პირად საკუთრებაზე, რომელიც: ა) პირის მიერ უცხო ქვეყანაში საცხოვრებელი ადგილის დატოვების მომენტამდე არანაკლებ 6 თვის განმავლობაში იყო მის სარგებლობაში. ეს პირობა არ ვრცელდება სახარჯ საქონელზე; ბ) პირის ახალ საცხოვრებელ ადგილზე იმავე მიზნით გამოყენებისთვისაა განკუთვნილი. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმ პირზე, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლების გარეთ ცხოვრობდა სულ მცირე უწყვეტი 12 თვის განმავლობაში. 4. საბაჟო ორგანომ შეიძლება დაუშვას ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესიდან გამონაკლისი, თუ დადგინდა, რომ პირს განზრახული ჰქონდა ეცხოვრა საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლების გარეთ სულ მცირე უწყვეტი 12 თვის განმავლობაში. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება: ა) ალკოჰოლიან ნაწარმზე; ბ) თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმზე; გ) სამეწარმეო დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებაზე; |
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 181 დ) ნივთზე, რომელიც საჭიროა ხელობასთან ან პროფესიასთან დაკავშირებული საქმიანობის განსახორციელებლად, გარდა გამოყენებითი და ჰუმანიტარული მეცნიერებებისთვის განკუთვნილი პორტატიული ინსტრუმენტისა. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება მხოლოდ იმ პირად საკუთრებაზე, რომელიც პირმა თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა მისი საცხოვრებელ ადგილზე დაფუძნებიდან (ცხოვრების უფლების მოპოვებიდან) 12 თვის განმავლობაში. 7. პირადი საკუთრება თავისუფალ მიმოქცევაში შეიძლება გაშვებულ იქნეს რამდენიმე სასაქონლო პარტიად ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული პერიოდის განმავლობაში. 8. დაუშვებელია თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებად შეღავათით შემოტანილი პირადი საკუთრების შემოტანის თარიღიდან 12 თვის განმავლობაში საბაჟო ორგანოსთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე მისი უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, სხვა პირისთვის თხოვება ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა. |
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 181 9. შეღავათით შემოტანილი პირადი საკუთრების ამ მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილ ვადაში უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, სხვა პირისთვის თხოვება ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა იწვევს ამ საქონელზე შესაბამისი იმპორტის გადასახადის იმ განაკვეთით გადახდის ვალდებულების წარმოშობას, რომელიც მოქმედებს აღნიშნული პირადი საკუთრების უზრუნველყოფის საგნად გამოყენების, გაქირავების, სხვა პირისთვის თხოვების ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემის მომენტში, პირადი საკუთრების სახეობიდან და იმავე მომენტისთვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან გამომდინარე. თუ შეღავათით შემოტანილი პირადი საკუთრების უზრუნველყოფის საგნად გამოყენების, გაქირავების, სხვა პირისთვის თხოვების ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემის მომენტის დადგენა შეუძლებელია, კუთვნილი იმპორტის გადასახადის გაანგარიშებისას გამოიყენება ამ საქონლის დეკლარირების დღისთვის მოქმედი განაკვეთი. |
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 181 10. ამ მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილი მოთხოვნის მიუხედავად, იმპორტის გადასახადისგან შეიძლება გათავისუფლდეს თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებად შემოტანილი პირადი საკუთრება პირის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საცხოვრებლად შემოსვლამდე (ცხოვრების უფლების მოპოვებამდე), თუ პირი აიღებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 6 თვის განმავლობაში საცხოვრებლად დაფუძნების ვალდებულებას და საბაჟო ორგანოს წარუდგენს შესაბამის გარანტიას, რომლის სახესა და ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 11. ამ მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემოტანილი საქონლისთვის ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ვადა აითვლება ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის მომენტიდან. 12. იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება იმ პირის მიერ შემოტანილი პირადი საკუთრება, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოდის სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე და რომელსაც განზრახული აქვს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მუდმივად საცხოვრებლად დაფუძნება. 13. ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული პირადი საკუთრება იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება ამავე მუხლის პირველი−მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ: |
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 181 ა) ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილით დადგენილი ვადები აითვლება პირადი საკუთრების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის მომენტიდან; ბ) ამ მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი ვადა აითვლება პირისთვის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ცხოვრების უფლების მინიჭებიდან. 14. ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული პირადი საკუთრების იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება შესაძლებელია, თუ პირი წინასწარ აიღებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში საცხოვრებლად დაფუძნების ვალდებულებას (ცხოვრების უფლების მინიჭება). ამ შემთხვევაში საბაჟო ორგანო უფლებამოსილია მოითხოვოს გარანტია, რომლის სახე და ოდენობა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. 15. საბაჟო ორგანომ შეიძლება შეცვალოს (შეამსუბუქოს) ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით, აგრეთვე მე-5 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნები, თუ პირი საცხოვრებელ ადგილს განსაკუთრებული პოლიტიკური გარემოებიდან გამომდინარე იცვლის. |