Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 28 ოჯახის მხარდაჭერის პროგრამა. 1. უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო ქმნის ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი პირის მხარდაჭერის პროგრამებს მატერიალური და არამატერიალური დახმარების გაწევის მიზნით. პროგრამის შინაარსი, მოცულობა და ხანგრძლივობა განისაზღვრება ბავშვისა და მისი აღზრდისთვის პასუხისმგებელი პირის ინდივიდუალური საჭიროებებისა და ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად. 2. ოჯახის მხარდაჭერის პროგრამა ერთჯერადი არ უნდა იყოს. იგი მიზნად უნდა ისახავდეს ბავშვისა და მისი ოჯახის გაძლიერებას მათი ინდივიდუალური საჭიროებების მდგრადი უზრუნველყოფით. 3. გრძელვადიანი მხარდაჭერის განხორციელების შემთხვევაში ოჯახის მხარდაჭერის პროგრამაში ოჯახის/ბავშვის ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას ერთობლივად იღებს რამდენიმე სპეციალისტი, რომელთა შორის აუცილებლად არის სოციალური მუშაკი. მხარდაჭერის განხორციელებას საფუძვლად უნდა დაედოს ინდივიდუალური პროგრამა, რომლის შედგენაში მონაწილეობა უნდა მიიღონ ბავშვმა და მისი აღზრდის უფლების მქონე პირებმა. 4. ოჯახის მხარდაჭერის პროგრამის შემუშავებისას და განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბავშვის უფლებებს, ადრეულ განვითარებასთან, მოზარდობიდან ზრდასრულობაში გადასვლასთან დაკავშირებული კომპლექსური გამოწვევების დაძლევას და პოზიტიური სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობას. |
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 28 5. ოჯახის მხარდაჭერის პროგრამის შინაარსი, ფორმა და ხანგრძლივობა ინდივიდუალურად, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისა და მისი ოჯახის მდგომარეობის შეფასების საფუძველზე განისაზღვრება. პროგრამა შეიძლება მოიცავდეს ერთ ან რამდენიმე ღონისძიებას, მათ შორის: ა) ბავშვის აღზრდისა და განვითარების პოზიტიური მეთოდების გამოყენების, ბავშვთან არაძალადობრივი კომუნიკაციის და ბავშვის უფლებების რეალიზების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელ საინფორმაციო, საკონსულტაციო და საგანმანათლებლო ღონისძიებებს; ბ) მიზნობრივი მატერიალური და არამატერიალური მხარდაჭერის ღონისძიებებს ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებებისა და გარემოებების გათვალისწინებით; გ) პოზიტიური მშობლობისა და ბავშვზე ზრუნვის უნარების გაძლიერების კურსების ჩატარებას, ოჯახური თანაცხოვრების, ოჯახური დავისა და განქორწინების დროს კონსულტაციების გაწევას; დ) მშობლისთვის პროფესიული განათლების მიღებისა და დასაქმების შესაძლებლობის შეთავაზებას; ე) დამხმარე სოციალურ სერვისებს (დღის ცენტრი, მედიაციისა და შერიგების სერვისები ოჯახური დავის დროს, მკურნალობის კურსი ალკოჰოლიზმის, ნარკოტიკზე დამოკიდებულების ან სხვა ფსიქოემოციური საჭიროების დროს, სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერა დასაქმებული და მარტოხელა მშობლისთვის), მათ შორის, თემზე დაფუძნებულ სერვისებს; |
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 28 ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის საჭიროებების ადრეული იდენტიფიკაციის, ინდივიდუალური შეფასებისა და სათანადო მხარდაჭერის პროგრამებს, მათ შორის, ბავშვის უნარების განვითარებაზე ორიენტირებულ პროგრამებს; ზ) ადრეული განვითარების და მოზარდობის მხარდაჭერის პროგრამებს მოზარდის მიერ საკუთარი უფლებების რეალიზების, მისი კრიტიკული აზროვნების განვითარების, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით. 6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ბავშვის ოჯახში მხარდაჭერის პროგრამებს შეიმუშავებს და ახორციელებს უწყებათაშორისი თანამშრომლობით, ერთიანი სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში. 7. მუნიციპალიტეტი ბავშვის ოჯახში მხარდაჭერის პროგრამებს შეიმუშავებს და ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-17 მუხლით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. |
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 28 8. არასამთავრობო ორგანიზაცია ბავშვის ოჯახში მხარდაჭერის ღონისძიებებს ახორციელებს სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ან/და საკუთარი ინიციატივითა და ფინანსური რესურსებით, სახელმწიფოს მიერ დადგენილი მომსახურების სტანდარტების შესაბამისად. |