Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 145 შიდა გადამუშავების პროცედურის გამოყენების პირობები. შიდა გადამუშავების პროცედურის გამოყენებისთვის აუცილებელია: ა) გადამუშავებული პროდუქტის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა არ იყოს ეკონომიკურად მოგებიანი; ბ) დეკლარანტმა წარადგინოს დასაბუთებული მონაცემები: ბ.ა) იმ პირის შესახებ, რომელიც უშუალოდ ახორციელებს საქონლის გადამუშავების ოპერაციას; ბ.ბ) შიდა გადამუშავების პროცედურაში მოსაქცევი საქონლის, გადამუშავებული პროდუქტის, ნაშთისა და ნარჩენის აღწერილობის, ხარისხისა და რაოდენობის შესახებ; ბ.გ) საქონლის გადამუშავების ოპერაციების, მათი განხორციელების ვადებისა და საშუალებების შესახებ; ბ.დ) გადამუშავებულ პროდუქტში გადაუმუშავებელი საქონლის იდენტიფიკაციის საშუალების შესახებ; გ) გამოსავლიანობის ნორმა შეთანხმებული იყოს საბაჟო ორგანოსთან; დ) დეკლარანტმა წარადგინოს შიდა გადამუშავების პროცედურაში მოსაქცევ საქონელზე იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის შესაბამისი გარანტია, გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული შემთხვევისა. |