FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ნორმატიული აქტების შესახებ

article  171

რეგულირების ზეგავლენის შეფასება.
1. რეგულირების ზეგავლენის შეფასება სავალდებულოა:
    ა) საქართველოს მთავრობის დადგენილებით პერიოდულად განსაზღვრულ საკანონმდებლო აქტების ნუსხაში შემავალ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის მომზადებისას, თუ ამ კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა;
    ბ) ცალკეულ შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების მიერ მომზადებისას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა არ მოქმედებს, თუ შესაბამისი კანონპროექტი:
    ა) ეხება საბიუჯეტო საკითხებს (მათ შორის, არის წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტი), სახელმწიფო უსაფრთხოების, თავდაცვის, პენიტენციურ, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის საკითხებს;
    ბ) ეხება კანონით გათვალისწინებული თარიღის (ვადის) ან ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილებას, სხვა ტექნიკურ ცვლილებას ან კანონში არსებული ხარვეზის გამოსწორებას და კანონის ზოგად პრინციპსა და ძირითად დებულებებს არ ცვლის;
    გ) ითვალისწინებს კანონის უპირატესი იურიდიული ძალის მქონე საქართველოს საკანონმდებლო აქტთან, საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასთან ან/და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობას;
ნორმატიული აქტების შესახებ

article  171

დ) შედის საკანონმდებლო პაკეტში თანამდევი კანონპროექტის სახით და არ შეიცავს პაკეტში შემავალი მთავარი კანონპროექტით გაუთვალისწინებელ საკითხებს.
3. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც კანონპროექტის მომზადებისა და წარდგენის დაყოვნება გაუმართლებელია, საქართველოს მთავრობამ დასაბუთებული წინადადების საფუძველზე შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნუსხაში შემავალი საკანონმდებლო აქტის პროექტის მომზადებისას რეგულირების ზეგავლენის შეფასების ვალდებულებისაგან.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რეგულირების ზეგავლენის შეფასება შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე ნებისმიერი ნორმატიული (მათ შორის, კანონქვემდებარე) აქტის პროექტის მომზადებისას, მისი ავტორის/ინიციატორის − საქართველოს მთავრობის ან საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო დაწესებულების გადაწყვეტილებით.
5. რეგულირების ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგიას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.