Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 9
სახელმწიფო ქონების შესახებ article 2 ამ კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს, ამავე კანონის მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სახელმწიფო ქონება – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე; ბ) სახელმწიფო ქონების განკარგვა − სახელმწიფო ქონების მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემა, პრივატიზება, მართვის უფლებით გადაცემა, გაცვლა, რეალიზაცია, ლიზინგის ფორმით გაცემა, განაწილება და განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) პრივატიზება − ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმებით, სავაჭრო ობიექტის, მესამე პირის მეშვეობით, აგრეთვე წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით ფიზიკური და იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა ამ კანონით დადგენილი წესით; |
სახელმწიფო ქონების შესახებ article 2 გ-1) უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟა − „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 62-ე პუნქტის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ბირჟათა სიაში შეყვანილი საფონდო ბირჟა; დ) სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა – სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ე) სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადამცემი – ქონების მმართველი, რომელიც სახელმწიფოს სახელით სარგებლობაში გადასცემს სახელმწიფო ქონებას; ვ) მართვის უფლებით გადაცემა – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების (შემდგომში – წილები და აქციები) მართვის უფლებით გადაცემა ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის ან სხვა სუბიექტისთვის; |
სახელმწიფო ქონების შესახებ article 2 ზ) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება – საქართველოს სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული (ნატურით გადაცემული) ქონება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული (გადაცემული) ქონება, საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული (გადაცემული) ქონება, სახელმწიფოს საკუთრებაში მემკვიდრეობისა და ჩუქების გზით გადასული, რეალიზაციისადმი დაქვემდებარებული ქონება, სახელმწიფოს საკუთრებაში გადასული უპატრონო და უმკვიდრო ქონება, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საკონტროლო შესყიდვის შემდეგ დაუბრუნებელი საქონელი; თ) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განაწილება − განსაკარგავად გადაცემული ქონების, აგრეთვე სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ი) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განადგურება − განსაკარგავად გადაცემული ქონების, აგრეთვე სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; |
სახელმწიფო ქონების შესახებ article 2 ი-1) განსაკარგავად გადაცემული ქონება − სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება, რომელიც სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და რომელიც მისი განკარგვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცა ქონების სააგენტოს შემდგომი განკარგვის მიზნით; კ) მესამე პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო ქონების პრივატიზების ხელშეწყობას; ლ) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაცია – ქონების სააგენტოს მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაცია აუქციონის ფორმით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით ან მესამე პირის მეშვეობით; მ) წილები და აქციები – შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებული წილები და აქციები; ნ) სარგებლობაში პირველადი გადაცემა – ქონების მმართველის მიერ სარგებლობაში გადაუცემელი სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოსა და მუნიციპალიტეტისათვის, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის; პ) (ამოღებულია - 29.05.2020, №5989); |
სახელმწიფო ქონების შესახებ article 2 ჟ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც 2005 წლის 25 იანვრისათვის არ ყოფილა იჯარით გაცემული; რ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც მოქმედებს საიჯარო ხელშეკრულება; ტ) (ამოღებულია); უ) უძრავი ნივთი – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, ტყე და ტყის მიწა, დაცული ლანდშაფტი, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია; უ-1) უძრავი ქონება – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა - ნაგებობით (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) ან მის გარეშე, შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), ხაზობრივი ნაგებობა, მიწაზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები; |
სახელმწიფო ქონების შესახებ article 2 უ-2) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა – საძოვრის, სათიბის, სახნავის (მათ შორის, მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული) ან საკარმიდამოს კატეგორიის მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოიყენება ან რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე; ფ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია – სახელმწიფო ქონების განკარგვისას წარსადგენი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია; ქ) ბე – ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად აუქციონის ან პრივატიზების სხვა ფორმით განმახორციელებელი სუბიექტის მიერ მითითებულ ანგარიშზე გადასახდელი თანხა; ბეს გადახდას უთანაბრდება მონაწილის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გაყინვა, რომელიც აუქციონის განმახორციელებელ სუბიექტს გადაერიცხება მონაწილის აუქციონში გამარჯვებისთანავე ან ამ კანონით დადგენილი წესისა და პირობების დარღვევისას; ღ) (ამოღებულია - 29.05.2020, №5989); ყ) საპრივატიზებო შემოსულობა – სახელმწიფო ქონების პრივატიზების/მართვის უფლებით გადაცემისა და გაცვლის შედეგად მიღებული თანხა, რომელიც ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ ბიუჯეტებში ან/და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში; |
სახელმწიფო ქონების შესახებ article 2 შ) საპრივატიზებო საფასური – სახელმწიფო ქონების შემძენის/მართვის უფლებით მიმღების მიერ გადასახდელი თანხა, რომელიც შედგება საპრივატიზებო თანხისაგან, ასევე მესამე პირისათვის ან/და სხვა სუბიექტისათვის გადასახდელი თანხისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ჩ) საწყისი საპრივატიზებო თანხა − სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას/მართვის უფლებით გადაცემისას საპრივატიზებო/მართვის უფლებით გადასაცემი ქონების მინიმალური ღირებულება, რომელზედაც ვაჭრობისას ხორციელდება ფასის მატება; ც) (ამოღებულია - 29.05.2020, №5989); ძ) მომსახურების საფასური − ქონების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის, მათ შორის, დაინტერესებული ფიზიკური პირებისა და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისთვის, დადგენილი თანხა, რომელიც სრულად ირიცხება ქონების სააგენტოს ანგარიშზე; წ) საპრივატიზებო თანხა − თანხა, რომელიც შედგება საპრივატიზებო შემოსულობისა და ქონების სააგენტოს ანაზღაურებისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ჭ) საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასური − სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას სარგებლობაში გადასაცემი ქონების მინიმალური თანხა, რომლითაც ხდება სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გადასაცემად გამოცხადება და რომელზედაც ვაჭრობისას ხორციელდება ფასის მატება; |
სახელმწიფო ქონების შესახებ article 2 ხ) სარგებლობაში გადაცემის საფასური − ქონების სარგებლობაში გადაცემისას მოსარგებლის მიერსარგებლობისათვის გადასახდელი თანხა, რომელიც შედგება სარგებლობაში გადაცემის თანხისა დაქონების სააგენტოს ანაზღაურებისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ჯ) ქონების სააგენტოს ანაზღაურება − საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საპრივატიზებო თანხის/სარგებლობაში გადაცემის საფასურის ნაწილი, რომელიც ქონების სააგენტოს მიერ განხორციელებული პრივატიზებისას/მართვის უფლებით გადაცემისას/სარგებლობაში გადაცემისას ირიცხება ქონების სააგენტოს ანგარიშზე; ამ კანონის 49-1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურების ნაწილი, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობით ირიცხება ქონების სააგენტოს ანგარიშზე; ქონების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული თანხა; ჰ) სარგებლობაში გადაცემის თანხა − ქონების სარგებლობაში გადაცემისას შესაბამის ბიუჯეტში გადასახდელი თანხა; |
სახელმწიფო ქონების შესახებ article 2 ჰ-1) ქონების მმართველი − სამინისტრო, ქონების სააგენტო ან მათ მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი ორგანო, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე პირი (გარდა ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისა), რომელიც ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესითა და ფორმით. |