FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ენერგოეფექტურობის შესახებ

article  20

ენერგოაუდიტორები მრეწველობაში.
1. პირველი კატეგორიის საწარმო ან საწარმო, რომელიც ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების ან/და ენერგოაუდიტის განხორციელებისთვის სახელმწიფო მხარდაჭერით სარგებლობს, ვალდებულია ენერგოაუდიტი განახორციელოს აკრედიტებული ან/და სერტიფიცირებული პირის მეშვეობით. 2.  ენერგოაუდიტორთა  აკრედიტაციას  ახორციელებს  საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო − აკრედიტაციის ცენტრი, რომელსაც უფლება აქვს, დაინტერესებულ პირებს მიანიჭოს აკრედიტაცია ენერგოაუდიტორთა სერტიფიცირებისთვის. აკრედიტაციის ცენტრს ასევე უფლება აქვს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შესაბამის ორგანოებთან შეთანხმების საფუძველზე აღიაროს ენერგოაუდიტორთა სერტიფიკატები.
ენერგოეფექტურობის შესახებ

article  20

ენერგოაუდიტორები მრეწველობაში. . .
4. სამინისტრო აწარმოებს რეესტრს, რომელიც მოიცავს:
    ა) შესაბამისი აკრედიტაციის/სერტიფიკატის მქონე ენერგოაუდიტორების ჩამონათვალს. ეს ჩამონათვალი ქვეყნდება სამინისტროს ვებგვერდზე;
    ბ) განხორციელებული ენერგოაუდიტების შესახებ ანგარიშებს. ეს ანგარიში უნდა მოიცავდეს საწარმოს დასახელებას, ენერგოაუდიტორის ვინაობას და ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების ჩამონათვალს;
    გ) პირველი კატეგორიის საწარმოების ჩამონათვალს, რომლებიც ვალდებული არიან განახორციელონ ენერგოაუდიტები.
5. ენერგოაუდიტორთა სერტიფიცირებისა და აკრედიტაციის წესები მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.