Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ article 17 ლიცენზიის გაცემის წესი. 1. ოპერატორი ლიცენზიის მისაღებად მარეგულირებელ ორგანოს წერილობით განცხადებას წარუდგენს. ამ განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 2. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საბუთების გარდა, ლიცენზიის მისაღებად წარსადგენ განცხადებას უნდა დაერთოს: ა) მონაცემები (საქმიანობის კონკრეტული სახეობის აღწერა, მონაცემები მაიონებელი გამოსხივების წყაროს და მისი განლაგების ადგილის შესახებ, ინფორმაცია რადიაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის, წარმოქმნილი ნარჩენებისა და მათთან მოპყრობის თაობაზე); ბ) რადიაციული დაცვის პროგრამა, რომელშიც წყაროს კატეგორიის, შესაძლო რისკის, ასევე საქმიანობის სახეობის გათვალისწინებით, განსაზღვრულია რადიაციული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების დაცვის პირობები და მეთოდები, დანადგარის ან/და წყაროს ტექნიკური მონაცემები, ასევე ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) უზრუნველყოფის პირობები; გ) მუშაკთა სია და მათი კვალიფიკაციისა და პროფესიული ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტები; დ) მუშაკთა სამედიცინო შემოწმების მონაცემები; ე) რადიოაქტიური წყაროების საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის გეგმა-გრაფიკი; |
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ article 17 ვ) უცხოური კომპანიის საქართველოში საქმიანობის ლიცენზირების შემთხვევაში − დამატებით: ვ.ა) საქართველოს ტერიტორიაზე კონკრეტული საქმიანობის განხორციელების თაობაზე ხელშეკრულების ან პროექტის ასლი; ვ.ბ) კომპანიის საგარანტიო წერილი შემოტანილი რადიოაქტიური წყაროების სამუშაოს დამთავრების შემდეგ გატანის თაობაზე, გატანის ვადის მითითებით. 3. მაღალი რადიაციული რისკის მქონე საქმიანობის ლიცენზირების შემთხვევაში რადიაციული დაცვის პროგრამის ნაცვლად წარდგენილი უნდა იქნეს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შეფასება, რომელიც მოიცავს რადიაციული დაცვის პროგრამას და დეკომისიის (ან ობიექტის დახურვის, საქმიანობის სახ ეობ იდან გამომდ ი ნარე) გეგმას. 4. ლიცენზიის გასაცემად მარეგულირებელი ორგანოს მიერ დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში (გარდა ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“, „ზ“, „თ“, „კ“, „მ“, „ო“, „რ“ და „ს“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მონაწილეობს, როგორც დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანო, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 5. ოპერატორის მიერ წარდგენილი დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე მარეგულირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის ან ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. |
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ article 17 51. ოპერატორის მიერ მარეგულირებელი ორგანოსათვის წარდგენილი და მასთან შეთანხმებული დოკუმენტების ნუსხა და ამ კანონის 23-ე მუხლით განსაზღვრული შესაბამისი მოთხოვნები არის სალიცენზიო პირობები, რომელთა დაცვაც სავალდებულოა ლიცენზიის მფლობელის მიერ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელებისას. 6. სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს მარეგულირებელი ორგანო. |