Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 59 საშეღავათო ნებართვა. 1. მეზღვაურის სიკვდილის, ავადმყოფობის ან/და დაშავების შემთხვევაში, აგრეთვე სხვა გაუთვალისწინებელი გარემოების წარმოქმნისას სააგენტოს შეუძლია მისი მოვალეობების შესრულების უფლება გადასცეს სათანადო სერტიფიკატის არმქონე მეზღვაურს განსაზღვრული ვადით, თუ მისი კომპეტენცია აკმაყოფილებს სააგენტოს მოთხოვნებს. 2. საშეღავათო ნებართვით მუშაობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს. 3. საშეღავათო ნებართვებს გემის კაპიტნისა და უფროსი მექანიკოსის თანამდებობების დასაკავებლად სააგენტო გასცემს მხოლოდ მეზღვაურის სიკვდილის, ავადმყოფობის ან/და დაშავების შემთხვევაში, აგრეთვე სხვა გაუთვალისწინებელი გარემოების წარმოქმნისას, არა უმეტეს 1 თვის ვადით. 4. საშეღავათო ნებართვებს რადიოსპეციალისტისა და რადიოტელეფონისტის თანამდებობების დასაკავებლად სააგენტო გასცემს მხოლოდ რადიოკავშირის რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 5. ნებისმიერი თანამდებობის დასაკავებელი საშეღავათო ნებართვა გაიცემა მხოლოდ იმ პირზე, რომელსაც აქვს ერთი რანგით ნაკლებ თანამდებობაზე დასანიშნი კომპეტენციის სერტიფიკატი. 6. გემთმფლობელი ვალდებულია სათანადო კომპეტენციის არმქონე მეზღვაური უმოკლეს ვადაში შეცვალოს სათანადო კომპეტენციის სპეციალისტით. |