Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 102 შეტყობინება მიწოდებისა და სხვა საქმიანობის შესახებ, რომელთა ავტორიზაცია არ მოითხოვს ლიცენზიის გაცემას. 1. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური ან ენერგეტიკული საწარმო, რომელიც ახორციელებს მიწოდების, ვაჭრობის ან ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრირების საქმიანობას ან რომელსაც სურს აღნიშნული საქმიანობის განხორციელება, ამის შესახებ ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით, კომისიის მიერ დამტკიცებული ფორმით ატყობინებს კომისიას. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 102 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ენერგეტიკული საწარმო კომისიას წერილობით შეტყობინებას წარუდგენს შესაბამისი საქმიანობის დაწყებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. საქმიანობის დაწყება გულისხმობს ელექტროენერგიის გამომუშავებას (გარდა ამ კანონის 36-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა), მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდებას მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ორგანიზებულ ბაზარზე ელექტროენერგიით ან ბუნებრივი გაზით ვაჭრობის დაწყებას ან ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრირებას. კომისიისთვის წარდგენილ წერილობით შეტყობინებას უნდა დაერთოს დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის, ენერგეტიკული საწარმოს შემთხვევაში − მისი სარეგისტრაციო მონაცემები, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები, ხოლო მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის შემთხვევაში – აგრეთვე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული, ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვა საკონტაქტო ინფორმაცია, ამასთანავე, ინფორმაცია განხორციელებული ან დაგეგმილი გამომუშავების, მიწოდებისა და ვაჭრობის საქმიანობების შესახებ, ამ საქმიანობების სავარაუდო წლიური ბრუნვა და კომისიის შესაბამისი სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა მონაცემები და დოკუმენტები. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 102 3. ამ მუხლით გათვალისწინებული საქმიანობის შესახებ კომისიისთვის წარდგენილი შეტყობინება საინფორმაციო ხასიათისაა. კომისიას უფლება არ აქვს, რომელიმე ენერგეტიკულ საწარმოს აუკრძალოს ამ მუხლით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება. ეს პუნქტი არ ვრცელდება მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურზე, რომელზედაც გაცემული არ არისობიექტის ექსპლუატაციაში მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტი არ ზღუდავს კომისიის უფლებამოსილებას, განახორციელოს ენერგეტიკული საწარმოს საქმიანობის ზედამხედველობა, მიმართოს კომპეტენტურ სახელმწიფო უწყებებს, თუ არსებობს ეჭვი ელექტროენერგიის მიმწოდებლის, ბუნებრივი გაზის მიმწოდებლის, ტრეიდერის ან/და ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ, ან/და საჭიროების შემთხვევაში ენერგეტიკულ საწარმოს ამ კანონის 153-ე მუხლის შესაბამისად დააკისროს ჯარიმა. 5. თუ ენერგეტიკული საწარმო წყვეტს ან აპირებს, რომ შეწყვიტოს საქმიანობა, იგი აღნიშნულის შესახებ წერილობით ატყობინებს კომისიას კომისიის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტის შესაბამისად საქმიანობის შეწყვეტიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 102 6. კომისია აწარმოებს საქართველოში საქმიანობის განმახორციელებელი მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების, ელექტროენერგიის მიმწოდებლების, ბუნებრივი გაზის მიმწოდებლების, ტრეიდერებისა და ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორების რეესტრს, რომელიც საკონტაქტო ინფორმაციასთან ერთად კომისიის ვებგვერდზე ქვეყნდება. |