FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

პროკურატურის შესახებ

article  63

პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდისა და პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის შესაბამისობის გამოცდის ჩატარების წესი და პირობები.
1. პროკურატურა უზრუნველყოფს პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის და პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის შესაბამისობის გამოცდის ჩატარებას.
2. პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება:
    ა) პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსით დანიშვნის მსურველი კანდიდატისთვის, რომელსაც ჩაბარებული არ აქვს ადვოკატთა ან მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა;
    ბ) უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირთათვის.
3. პროკურორების/პროკურატურის გამომძიებლების შესაბამისობის გამოცდა ტარდება მათთვის, ვინც ვერ დააკმაყოფილებს შეფასების სისტემით განსაზღვრულ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს.
4. პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა და პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის შესაბამისობის გამოცდა ტარდება ტესტური მეთოდით.
5. პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარება დასტურდება სერტიფიკატით.
6. გამოცდების ჩატარების წესს და პროგრამას ამტკიცებს გენერალური პროკურორი.