Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ article 1 კანონის მიზნები. ამ კანონის მიზნებია: ა) სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის განსაზღვრისთვის ზოგადი პრინციპებისა და მოთხოვნების დადგენა; ბ) სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის მართვის ძირითადი პრინციპების დადგენა და მისი მართვისთვის პასუხისმგებელი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების/უწყებების კომპეტენციების განსაზღვრა; გ) სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროში არსებული სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგების ხელშეწყობა; დ) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობითა და დაკავშირებული საქმიანობით სოფლის ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა; ე) სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი მხარდამჭერი ღონისძიებების განსაზღვრისა და განხორციელების ხელშეწყობა; ვ) ფერმერთა კონკურენტუნარიანობის გაზრდის ხელშეწყობა; ზ) კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისთვის და გარემოზე კლიმატის ცვლილების მავნე ზემოქმედების შესამცირებლად სათანადო პირობების შექმნის ხელშეწყობა; თ) სოფლად მეწარმეობის განვითარების სტიმულირება. |