FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 10

ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

article  12

1. მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
    ა) ხელშეკრულება ნებართვის მაძიებელსა და იმ პირს შორის, რომელიც ამზადებს მომგებიანი თამაშობის (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობისა) ბილეთებს. ამ ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს დასამზადებელი ბილეთების რაოდენობა და ნუმერაცია;
    ბ) მომგებიანი თამაშობის მოწყობის პირობები (რეგლამენტი), რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს: ბ.ა) მომგებიანი თამაშობის ჩატარების ვადა და ადგილი; ბ.ბ) მომგებიანი თამაშობის მოგების გაცემის ადგილი, თარიღი და ზღვრული ვადა. მომგებიანი თამაშობის მოგებების გაცემის საერთო ვადაა გათამაშებიდან 30 კალენდარული დღე. მოგება უნდა გაიცეს მომგებიანი ბილეთის წარდგენიდან არა უგვიანეს 6 დღისა; ბ.გ) პრეტენზიის განხილვის წესი და ვადა. პრეტენზიის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს პრეტენზიის წარმოშობიდან 30 კალენდარულ დღეს; ბ.დ) მომგებიანი თამაშობის ბილეთების რაოდენობა და ნუმერაცია; ბ.დ-1) ტოტალიზატორის მოწყობის შემთხვევაში − გამოსაყენებელი POS ტერმინალების რაოდენობა. უნდა მიეთითოს ავტორიზაციის სერტიფიკატის რეკვიზიტები;
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

article  12

ბ.დ-2) თუ ნებართვის მაძიებელი მომგებიანი თამაშობის მოწყობისას სხვა პირის მიერ მიწოდებულ თამაშს/თამაშებს ან/და არსებით პროდუქციას/მომსახურებას იყენებს − ამ პირზე გაცემული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების მოქმედი ნებართვის ნომერი; ბ.ე) თამაშობის ზოგადი წესი  (წამახალისებელი გათამაშების მოწყობის შემთხვევაში წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი თამაშობის ზოგადი წესი (თამაშობის მიზეზი და მიზანი) უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს); ბ.ვ) ტოტალიზატორის, ლოტოს ან ბინგოს მოწყობის შემთხვევაში − მომგებიანი თამაშობების ჩამონათვალი და დეტალური აღწერილობა; ბ.ზ) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის შემთხვევაში – საპრიზო ფონდი, საპრიზო ფონდის გათამაშების თარიღი და მისამართი, პრიზების ჩამონათვალი და რაოდენობა, ერთეულის ღირებულება და გათამაშების რიგითობა;
    გ) მომგებიანი თამაშობის ბილეთის ნიმუში გაყალბებისგან დამცავი ნიშნების მითითებით. ბილეთის ნიმუში ხელმოწერილი უნდა იყოს ნებართვის მაძიებლის მიერ;
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

article  12

გ-1) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის პროდუქციის მწარმოებლის ან მომსახურების გამწევის წარმომადგენელზე გაცემის შემთხვევაში – პროდუქციის მწარმოებლის ან მომსახურების გამწევის მიერ ნებართვის მაძიებლისთვის მინიჭებული წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
    დ) ტოტალიზატორის მოწყობის შემთხვევაში: დ.ა) საპრიზო ფონდის არანაკლებ 10 000 ლარის ოდენობით უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ.ბ) ავტორიზაციის სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს POS ტერმინალის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ/დადგენილ სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობას;
    ე) (ამოღებულია – 24.04.2012, №6052);
    ზ) გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/ მომსახურების საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ/დადგენილ სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატი;
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

article  12

თ) ამ პუნქტის „ბ.დ2​“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი. აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი/ნებართვის მფლობელი ვალდებულია ამ ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს 2 დღისა შემოსავლების სამსახურს აცნობოს აღნიშნული ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ცვლილების დოკუმენტის ასლი;
    ი) თამაშების მართვის სისტემის ტექნიკური დოკუმენტაცია;
    კ) ნებართვის (გარდა წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვისა) მაძიებლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის, დამფუძნებლის/პარტნიორის (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრის ნასამართლობის შესახებ ცნობა. აღნიშნული ნასამართლობის შესახებ ცნობა გაცემული უნდა იყოს იმ ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომლის მოქალაქეც არის ნებართვის (გარდა წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვისა) მაძიებლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი, დამფუძნებელი/პარტნიორი (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრე;
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

article  12

ლ) სანებართვო მოსაკრებლის გადასახდელად საჭირო ფულადი სახსრების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ დოკუმენტის სისწორისთვის პასუხისმგებლობა ნებართვის მაძიებელს ეკისრება;
    მ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი/ინფორმაცია, რომელსაც შემოსავლების სამსახური ნებართვის გაცემის შესახებ ნებართვის მაძიებლის განცხადების განხილვისას და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად მოითხოვს. 1​-1.​ მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით აკრძალულია იმ თამაშობის გამართვა, რომელიც მომგებიანი თამაშობის მოწყობის პირობებით (რეგლამენტით) გათვალისწინებული არ არის.
12. სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა შემოსავლების სამსახურს, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, უნდა წარუდგინოს:
    ა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესი. ამ წესში მითითებული უნდა იყოს: ა.ა) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ფაქტობრივი მისამართი, საიდანაც მოხდება მომგებიანი თამაშობების მართვა და ორგანიზება, აგრეთვე სასერვერო ინფრასტრუქტურის საქართველოს ტერიტორიაზე განთავსების ადგილი (მისამართი); ა.ბ) თამაშობების ჩამონათვალი და აღწერილობები;
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

article  12

ა.გ) მოგების გაცემის ადგილი/ადგილები და ზღვრული ვადა (თუ მოგება ამ კანონის 28-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე გაიცემა − სალაროს მოწყობისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების მისამართი/მისამართები), მოგების გაცემის წესი და ვადა, პრეტენზიის განხილვის წესი და ვადა; ა.დ) თამაშობის ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში – თამაშობისთვის განკუთვნილი ვებგვერდის მისამართი, მოთამაშის რეგისტრაციის წესი, დეპოზიტის/ბალანსის მართვის წესი. აღნიშნულ ვებგვერდზე ქართულ ენაზე მითითებული უნდა იყოს თამაშობის ორგანიზატორის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი, შესაბამისი ნებართვის ნომერი, თამაშობების ჩამონათვალი, თამაშის დეტალური წესები, ინფორმაცია 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის, 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის, დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ; ა.ე) თამაშობის ტელეფონით მოწყობის შემთხვევაში – საქართველოში რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი;
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

article  12

ა.ვ) თუ ნებართვის მაძიებელი თამაშობის მოწყობისას სხვა პირის მიერ მიწოდებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშს/თამაშებს ან/და არსებით პროდუქციას/მომსახურებას იყენებს − ამ პირზე გაცემული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების მოქმედი ნებართვის ნომერი; ა.ზ) მოთამაშის რეგისტრაციის/იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის ფორმა და წესი; ა.თ) მოთამაშის პერსონალური მონაცემების შენახვის წესი და ტექნოლოგიური აღწერილობა; ა.ი) ინტერნეტპლატფორმის/სისტემის დაცვის მექანიზმების ჩამონათვალი; ა.კ) თამაშობების მართვის სისტემის აღწერილობა; ა.ლ) ფინანსური ტრანზაქციების აღრიცხვისა და შენახვის დეტალური აღწერილობა; ა.მ) იმ ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის ნომერი და ობიექტის მოწყობის მისამართი, რომლის საფუძველზედაც მოთხოვნილია სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვა;
    ბ) გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/მომსახურების საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ/დადგენილ სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატი;
    გ) თამაშების მართვის სისტემის ტექნიკური დოკუმენტაცია;
    დ) საპრიზო ფონდის არანაკლებ 10 000 ლარის ოდენობით უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

article  12

ე) ნებართვის (გარდა წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვისა) მაძიებლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის, დამფუძნებლის/პარტნიორის (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრის ნასამართლობის შესახებ ცნობა. აღნიშნული ნასამართლობის შესახებ ცნობა გაცემული უნდა იყოს იმ ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომლის მოქალაქეც არის ნებართვის (გარდა წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვისა) მაძიებლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი, დამფუძნებელი/პარტნიორი (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრე;
    ვ) სანებართვო მოსაკრებლის გადასახდელად საჭირო ფულადი სახსრების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ დოკუმენტის სისწორისთვის პასუხისმგებლობა ნებართვის მაძიებელს ეკისრება;
    ზ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი/ინფორმაცია, რომელსაც შემოსავლების სამსახური ნებართვის გაცემის შესახებ ნებართვის მაძიებლის განცხადების განხილვისას და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად მოითხოვს;
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

article  12

თ) ამ პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი. აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი/ნებართვის მფლობელი ვალდებულია ამ ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს 2 დღისა შემოსავლების სამსახურს აცნობოს აღნიშნული ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ცვლილების დოკუმენტის ასლი.
13. სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვით აკრძალულია იმ თამაშობის გამართვა, რომელიც ნებართვის მფლობელის მიერ წარდგენილი სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესით გათვალისწინებული არ არის.
2. მომგებიანი თამაშობის ბილეთის ნიმუშზე თვალსაჩინოდ უნდა იყოს აღნიშნული შემდეგი რეკვიზიტები:
    ა) ნებართვის მაძიებლის სახელწოდება/სახელი და გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი;
    ბ) ბილეთის ფასი (გარდა ტოტალიზატორისა და წამახალისებელი გათამაშებისა);
    გ) ბილეთის ნომერი;
    დ) გასაცემი ნებართვის ნომრის ადგილი;
    ე) მომგებიანი თამაშობის ჩატარების ვადა და ადგილი;
    ვ) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის შემთხვევაში – საპრიზო ფონდის გათამაშების თარიღი და დრო;
    ზ) თამაშობის ზოგადი წესი;
    თ) მომგებიანი თამაშობის მოგების გაცემის ზღვრული ვადა და ადგილი.
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

article  12

3. თუ ტექნოლოგიურად შეუძლებელია მომგებიანი თამაშობის ბილეთზე მოცემული რეკვიზიტების ასახვა, მაშინ მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია უზრუნველყოს მათი საჯაროობა და მოთამაშეებისათვის მომგებიანი თამაშობის მოწყობის პირობების (რეგლამენტის) დაუბრკოლებლად მიწოდება.
4. წამახალისებელი გათამაშების მოგებათა ოფიციალური ცხრილი უნდა გამოქვეყნდეს გათამაშებიდან არა უგვიანეს 3 კალენდარული დღისა.