Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სამრეწველო ემისიების შესახებ article 28 ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების შეუსრულებლობა. . 1. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), დეპარტამენტის მიერ დარღვევის აღმოსაფხვრელად დაკისრებული მოვალეობის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას. 2. ამ შენიშვნის პირველი პუნქტით დეპარტამენტის მიერ დარღვევის აღმოსაფხვრელად დაკისრებული მოვალეობის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემდეგ პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), დეპარტამენტის მიერ დარღვევის აღმოსაფხვრელად განმეორებით დაკისრებული მოვალეობის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ცხრამაგი ოდენობით. |