Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ article 34 რესპუბლიკური ბიუჯეტის განწერა. 1. მხარჯავი დაწესებულებები რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის გამოქვეყნებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში საფინანსო ორგანოს წარუდგენენ ინფორმაციას, მათთვის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების კვარტალური ან/და ყოველთვიური საორიენტაციო განწერის შესახებ. 2. საფინანსო ორგანო, მხარჯავ დაწესებულებებთან ერთად, იხილავს წარმოდგენილ ინფორმაციას და არსებული რესურსების გათვალისწინებით, რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 15 დღისა იღებს გადაწყვეტილებას ბიუჯეტის კვარტალური ან/და ყოველთვიური განწერის შესახებ. 3. რესპუბლიკური ბიუჯეტის კვარტალური ან/და ყოველთვიური განწერისას, ასიგნებების დაფინანსების მიზნით, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს თავისუფალი ნაშთი იმ პირობით, რომ წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ნაშთის ცვლილების წლიური ოდენობა უცვლელი დარჩება. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ article 34 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენისას, მხარჯავი დაწესებულებები ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით ასევე წარადგენენ ინფორმაციას მათი და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული ამ კანონის მე-6 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლების (გარდა საბიუჯეტო შემოსავლებისა) და ამ წყაროებიდან გასაწევი გადასახდელების თაობაზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი წარმომადგენლობითი ორგანოსათვის წარდგენილ, ამ კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას ამ მუხლით გათვალისწინებულ ვადაში ასევე წარადგენენ ამ კანონის მე-6 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები. |