Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 16 მოვალის მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების წარდგენის ვალდებულება. 1. ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირებმა გადახდისუუნარობის დადგომის მომენტიდან არაუგვიანეს 3 კვირისა სასამართლოს უნდა წარუდგინონ განცხადება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას. 2. ამ მუხლის მიზნებისთვის გადახდისუუნარობის დადგომის მომენტად მიიჩნევა მომენტი, როდესაც შესაბამისმა პირებმა იცოდნენ ან მათ უნდა სცოდნოდათ, რომ, ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოვალე გადახდისუუნაროა. 3. ამ კანონის შესაბამისად განხორციელებული ცვლილება, რომელიც ეხება მოვალის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთა შესახებ რეგისტრირებულ მონაცემებს ან ამ კანონით ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე დაწესებულ შეზღუდვებს, საჭიროებს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციას, რასაც დაუყოვნებლივ, ასეთი ცვლილების განხორციელების საფუძვლის წარმოშობისთანავე უზრუნველყოფს მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი. |