FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ

article  23

პესტიციდების გაუვნებელყოფა და განთავსება.
1. უვარგისი და აკრძალული პესტიციდებისა და მათი ჭურჭლის (ტარის ) გაუვნებელყოფა და განთავსება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .
2. პესტიციდების დამამზადებელი უვარგისი ან აკრძალული პესტიციდებისა და მათი ტარის განადგურების მეთოდებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს FAO-ს მითითებების შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროსთან შეთანხმებით.
3. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან , თავიანთი სახსრებით განახორციელონ გამოსაყენებლად უვარგისი პესტიციდების ჩაბარება გაუვნებელყოფისა და განთავსების მიზნით .
4. გამოსაყენებლად უვარგისი პესტიციდებისა და მათი ტარის გაუვნებლებისა და განთავსების კონტროლს ახორციელებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.