FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

article  5

11. პირის რეგისტრაციისათვის ამ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის , თუ სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას . 1-1 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება დოკუმენტების საქართველოს იმ დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის წარდგენაზე, რომლებიც არ არიან დაკავშირებული სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზასთან.
2. პირი, რომელიც არ ცხოვრობს მიწასთან მყარად დაკავშირებულ, ადამიანთა ხანგრძლივი დროით სამყოფად გამიზნულ შენობაში ან ცხოვრობს შენობაში, რომლის მისამართის იდენტიფიცირება შეუძლებელია, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციას გაივლის იმ დასახლებული პუნქტის მიხედვით, სადაც იგი იმყოფება. თუ დაბადების რეგისტრაციის დროს არასრულწლოვანი პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციისას მას არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი არ არის რეგისტრირებული, არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია ხორციელდება მისამართის მითითების გარეშე. განცხადება-ანკეტასა და სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში მიეთითება პირის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი (ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში).
საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

article  5

3. მისამართის მითითების გარეშე პირის რეგისტრაცია ძალაშია რეგისტრაციის თარიღიდან 6 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ პირი ითვლება რეგისტრაციიდან მოხსნილად, რაც პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედების შეჩერების საფუძველია. პირი ვალდებულია რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ ხელახლა გაიაროს რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.