FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

article  54

ფიდუციური ვალდებულების დარღვევა და მისი შედეგები.
1. ფიდუციური ვალდებულების მქონე პირი საპენსიო აქტივებს უნდა მოეპყროს, როგორც მინდობილ საკუთრებას, და ამ აქტივების მიმართ უნდა იმოქმედოს მხოლოდ მონაწილეებისა და ბენეფიციარების ინტერესების შესაბამისად, ამ კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით. სხვა ინტერესების დაცვა არის ფიდუციური ვალდებულების დარღვევა.
2. ამ კანონით განსაზღვრული ფიდუციური ვალდებულებების მქონე პირების გარდა, საპენსიო კომპანიის, აქტივების მმართველი კომპანიის, მზღვეველის, საპენსიო სქემის დამფუძნებლის ის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ არიან დაკავშირებული საპენსიო აქტივებთან დაკავშირებულ საინვესტიციო საქმიანობასთან და რომლებსაც ამ აქტივებთან დაკავშირებით აქვთ დისკრეციული უფლებამოსილება, არიან ფიდუციური ვალდებულების მქონე პირები.
3. ფიდუციური ვალდებულების მქონე პირი საკუთარი მოვალეობების შესრულებისას ვალდებულია:
    ა) მოქმედებდეს კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად, გონივრულად, ერთგულად და პროფესიონალურად;
    ბ) ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი, საღად მოაზროვნე პირი;
    გ) მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ყველა ქმედება მონაწილეებისა და ბენეფიციარების საუკეთესო ინტერესებს შეესაბამება.
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

article  54

4. თუ ფიდუციური ვალდებულების მქონე პირს არ აქვს რაიმე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ცოდნა და ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა, მან უნდა მიიღოს ასეთ საკითხზე შესაბამისი სფეროს სათანადო კვალიფიკაციის სპეციალისტის რჩევა. თუ ფიდუციური ვალდებულების მქონე პირი არ მიიღებს ამ პუნქტით გათვალისწინებულ ზომებს, აღნიშნული ჩაითვლება ფიდუციური ვალდებულების დარღვევად.
5. ფიდუციური ვალდებულების დარღვევად ჩაითვლება ფიდუციური ვალდებულების მქონე პირის მიერ საპენსიო აქტივების საკუთარი ან მასთან მჭიდრო კავშირში მყოფი პირების, მასთან კონტროლით დაკავშირებული პირების ინტერესების შესაბამისად ან/და სასარგებლოდ გამოყენება.
6. ფიდუციური ვალდებულების დარღვევად ჩაითვლება ფიდუციური ვალდებულების მქონე პირის მიერ საპენსიო აქტივებთან დაკავშირებით ისეთი გარიგებების დადება, რომლის მეორე მხარე ფიდუციური ვალდებულების მქონე პირთან მჭიდრო კავშირში მყოფი პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი გარიგების დადება კანონით პირდაპირ არის დაშვებული.
7. ფიდუციური ვალდებულების მქონე პირი პასუხს აგებს სხვა ფიდუციური ვალდებულების მქონე პირის მიერ ფიდუციური ვალდებულების დარღვევისთვის, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა ასეთი დარღვევის შესახებ.
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

article  54

8. თუ რამდენიმე ფიდუციური ვალდებულების მქონე პირი ერთობლივად დაარღვევს ამ კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, ისინი ამ დარღვევისთვის სოლიდარულად აგებენ პასუხს.
9. იურიდიული პირი სრულად არის პასუხისმგებელი მის მიერ დაქირავებული ფიდუციური ვალდებულების მქონე ფიზიკური პირის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების (ვალდებულებების) დარღვევისთვის.
10. ფიდუციური ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მონაწილეს და ბენეფიციარს უფლება აქვთ:
    ა) დააყენონ მოთხოვნა იმ საპენსიო აქტივებზე, რომლებზედაც აქვთ უფლებები სრული მოცულობით;
    ბ) დააყენონ მოთხოვნა გაწეული სამართლებრივი და სხვა აღსრულების ხარჯების, მათ შორის, გონივრულ ფარგლებში ადვოკატის ჰონორარის, ანაზღაურებაზე;
    გ) დააყენონ მოთხოვნა მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე;
    დ) დააყენონ ნებისმიერი სხვა მოთხოვნა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
11. ფიდუციური ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შედეგად ამოღებული თანხები მიექცევა შესაბამისი მონაწილის ან ბენეფიციარის პირად საპენსიო ანგარიშზე, ფიდუციური ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის პროპორციულად.