Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ article 21 თხოვნის შინაარსი და თანდართული მასალები. 1. თხოვნა იმ პირის დაკავებისა და გადაცემის შესახებ, რომლის დაკავებასა და გადაცემას ითხოვს საერთაშორისო სასამართლო, უნდა შეიცავდეს: ა) პირის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემებს, ასევე მითითებას მისი სავარაუდო ადგილსამყოფლის თაობაზე; ბ) დაპატიმრების შესახებ გაცემული ბრძანების (ორდერის) ასლს; გ) დაპატიმრების საფუძველს. 2. საერთაშორისო სასამართლოს მიერ გასამართლებული პირის დაკავებისა და გადაცემის შესახებ თხოვნა დამატებით უნდა შეიცავდეს: ა) პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების (განაჩენის) ასლს; ბ) ცნობას უკვე მოხდილი და დარჩენილი სასჯელის შესახებ, თუ პირის მიმართ დადგენილია გამამტყუნებელი განაჩენი და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა. 3. თხოვნას უნდა დაერთოს ინფორმაცია საქმის არსებით გარემოებათა შესახებ, რომელიც საკმარისი იქნება ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისათვის. |