FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

პოლიციის შესახებ

article  5

პოლიციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები.
1. პოლიციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, ეს კანონი და საქართველოს სხვა კანონები, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის სამართლებრივი აქტები და სხვა ნორმატიული აქტები.
2. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება პოლიციელსა და სამინისტროს სხვა მოსამსახურეზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტით ან/და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. ამ კანონის აღსრულების მიზნით მინისტრი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ აქტებსა და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და ახორციელებს ადმინისტრაციულ რეალაქტებს.
პოლიციის შესახებ

article  5

4. პოლიციის პრევენციული საქმიანობა ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმების –  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და ადმინისტრაციული რეალაქტის − გამოყენებით. პოლიციის ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განსახორციელებლად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასა და გაცნობაზე არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესები.
5. პოლიციის მიერ დანაშაულის გამოვლენის, აღმოფხვრისა და გამოძიების მიზნით განხორციელებული სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებების სამართლებრივი ფორმები განისაზღვრება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით.