FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  182

ქორწინების შემთხვევაში საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა.
1. ამ მუხლის გათვალისწინებით იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება პირის მიერ მისი კუთვნილი საყოფაცხოვრებო ნივთის (განურჩევლად იმისა, ეს საქონელი ახალია თუ არა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა, თუ ეს პირი ქორწინების გამო უცხო ქვეყნიდან მუდმივად საცხოვრებლად გადმოდის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ქორწინების გამო მუდმივად საცხოვრებლად გადმოსული პირის მიერ უცხო ქვეყანაში მცხოვრები პირისგან მიღებული საქორწინო საჩუქარი თავისუფლდება იმპორტის გადასახადისგან. ამასთანავე, თითოეული საჩუქრის ღირებულება 1000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შეასრულა შემდეგი პირობები:
    ა) იგი საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლების გარეთ ცხოვრობდა სულ მცირე უწყვეტი 12 თვის განმავლობაში. ამასთანავე, ეს მოთხოვნა არ გამოიყენება, თუ დადგინდა, რომ პირს განზრახული ჰქონდა ეცხოვრა საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლების გარეთ სულ მცირე უწყვეტი 12 თვის განმავლობაში;
    ბ) მან წარმოადგინა ქორწინებაში ყოფნის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება ალკოჰოლიან ნაწარმზე, თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმზე.
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  182

5. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმ საქონელზე, რომელიც თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებად შემოტანილ იქნა:
    ა) პირის ქორწინების თარიღამდე არაუადრეს 2 თვისა (ამ შემთხვევაში სავალდებულოა გარანტიის წარმოდგენა, რომლის სახე და ოდენობა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ);
    ბ) პირის ქორწინების თარიღიდან არაუგვიანეს 4 თვისა.
6. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქონელი თავისუფალ მიმოქცევაში შეიძლება გაიშვას რამდენიმე სასაქონლო პარტიად ამ მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილ ვადებში.
7. დაუშვებელია თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებად ამ მუხლის შესაბამისად შეღავათით შემოტანილი საქონლის შემოტანის თარიღიდან 12 თვის განმავლობაში საბაჟო ორგანოსთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე მისი უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, სხვა პირისთვის თხოვება ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა.
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  182

8. შეღავათით შემოტანილი საქონლის ამ მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილ ვადაში უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, სხვა პირისთვის თხოვება ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა იწვევს ამ საქონელზე შესაბამისი იმპორტის გადასახადის იმ განაკვეთით გადახდის ვალდებულების წარმოშობას, რომელიც მოქმედებს აღნიშნული საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენების, გაქირავების, სხვა პირისთვის თხოვების ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემის მომენტში, საქონლის სახეობიდან და იმავე მომენტისთვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან გამომდინარე. თუ შეღავათით შემოტანილი საქონლის ამ მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილ ვადაში უზრუნველყოფის საგნად გამოყენების, გაქირავების, სხვა პირისთვის თხოვების ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემის მომენტის დადგენა შეუძლებელია, კუთვნილი იმპორტის გადასახადის გაანგარიშებისას გამოიყენება ამ საქონლის დეკლარირების დღისთვის მოქმედი განაკვეთი.