FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

article  9

მოთხოვნები კომერციული ბანკის კაპიტალისა და რეზერვების მიმართ.
1. ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკს პერიოდულად განუსაზღვრავს რეზერვების, განაღდებული კაპიტალისა და საზედამხედველო კაპიტალის მინიმალურ ოდენობებს და მათი შექმნის წესებს. კომერციულ ბანკს ეკრძალება განთავსებული კაპიტალის არაფულადი ფორმით შევსება/ფორმირება.
2. კომერციულ ბანკს უფლება არ აქვს, შეამციროს თავისი განთავსებული კაპიტალი აქციების გამოსყიდვით ან შეამციროს თავისი საზედამხედველო კაპიტალი რეზერვების გამოყენებით ეროვნული ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობისა და კომერციული ბანკის წესდებაში განთავსებული კაპიტალის ცვლილების შესახებ სათანადო შესწორების შეტანის გარეშე.