Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი article 172 არასრულწლოვნის მიმართ უკანონო გარიგების განხორციელება შვილად აყვანის მიზნით. 1. არასრულწლოვნის ყიდვა ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება შვილად აყვანის მიზნით – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. 2. არასრულწლოვნის გაყიდვა ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება შვილად აყვანის მიზნით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. |
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი article 172 -1. შვილად აყვანის მიზნით ფეხმძიმე ქალების წინასწარი შერჩევა და მშობიარობისათვის საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანის შესაძლებლობის შექმნა ან ასეთ გაშვილებაში ხელის შეწყობა. 1. შვილად აყვანის მიზნით ფეხმძიმე ქალების წინასწარი შერჩევა და მშობიარობისათვის საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანის შესაძლებლობის შექმნა ან ასეთ გაშვილებაში ხელის შეწყობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის ან პირთა ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. |