Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ article 23 გასაშვილებელი ბავშვის მშვილებლისთვის შეთავაზება. 1. მშვილებელს გასაშვილებელ ბავშვს შესთავაზებენ რეესტრში არსებული რიგითობის, მშვილებლის მიერ განაცხადში ბავშვის შესახებ მითითებული კრიტერიუმების შესაბამისად და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირის მიმართ არ მოქმედებს რიგითობის პრინციპი. 2. მშვილებელს უფლება აქვს, შეთავაზებულ გასაშვილებელ ბავშვს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს უფლებამოსილი პირის თანხლებით ჩაუტაროს სამედიცინო შემოწმება, თუ ეს არ დააზიანებს ბავშვის ჯანმრთელობას და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. 3. მშვილებელი ვალდებულია შეთავაზებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში წერილობით დაადასტუროს საკუთარი პოზიცია (თანხმობა/უარი) შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანის შესახებ. ამ ვადის გადაცილება შეთავაზებული ბავშვის აყვანაზე უარის თქმად მიიჩნევა. აღნიშნული თანხმობის/უარის შესახებ ინფორმაცია ეგზავნება სააგენტოს. 4. თუ მშვილებელმა უარი თქვა შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანაზე, მან უნდა მიუთითოს უარის დასაბუთებული მიზეზი. 5. აკრძალულია ბავშვის სხვა მშვილებლისთვის შეთავაზება, ვიდრე მშვილებელი, რომელსაც ის შესთავაზეს, დადგენილ ვადაში არ დაადასტურებს საკუთარ პოზიციას შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანის შესახებ. |
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ article 23 6. მშვილებელი, რომელმაც შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანაზე უარი თქვა, ვალდებულია არ გაამჟღავნოს ბავშვის შესახებ მონაცემები. 7. შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანაზე თანხმობის განცხადების შემთხვევაში მშვილებელი ვალდებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს წარუდგინოს ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები, რის შემდეგაც მშვილებლისა და გასაშვილებელი ბავშვის თავსებადობის დასადგენად მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო სააგენტოს დავალებით იწყებს შემდგომი პროცედურების განხორციელებას. 8. მშვილებლისა და გასაშვილებელი ბავშვის თავსებადობის დასადგენად შეფასების ჩატარებისას სოციალური მუშაკი ითვალისწინებს მშვილებლის ოჯახში ბავშვის აღზრდისა და სრულფასოვანი განვითარების საჭიროებებს, მშვილებლის მიერ ამ საჭიროებების დაკმაყოფილების უპირატეს ასპექტებს (მშვილებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური ურთიერთობები, ძლიერი და სუსტი მხარეები, ბავშვის შვილად აყვანის მოტივაცია, სოციალური კონტაქტები, პიროვნული მახასიათებლები, დამხმარე ქსელი, ბავშვის ეთნიკური, რელიგიური და კულტურული თავისებურებები და სხვა), რომლებიც დეტალურად აისახება მშვილებლისა და ბავშვის თავსებადობის შესახებ დასკვნაში. |