Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სამოქალაქო აქტების შესახებ article 5 სამოქალაქო აქტის ჩანაწერი და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა. 1. სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა იქმნება ელექტრონული დოკუმენტის სახით. ასევე შესაძლებელია, სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა შეიქმნას და გაიცეს მატერიალური ფორმით, როდესაც ფორსმაჟორული გარემოების ან/და ტექნიკური შეფერხების გამო შეუძლებელია მისი კანონით დადგენილი წესით ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნა. ფორსმაჟორული გარემოებები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნულ შემთხვევაში სავალდებულოა, მატერიალური ფორმით შექმნილი სამოქალაქო აქტის ჩანაწერი ელექტრონული დოკუმენტის სახით შეიქმნას ამ პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ფორსმაჟორული გარემოების აღმოფხვრიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. უფლებამოსილი პირის მოთხოვნით, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის ელექტრონული მოწმობა შეიძლება გაიცეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული, მატერიალური ასლის სახით, რომელსაც აქვს ელექტრონული მოწმობის თანაბარი იურიდიული ძალა. |
სამოქალაქო აქტების შესახებ article 5 2. სამოქალაქო აქტის ჩანაწერისა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის ფორმები, რეკვიზიტები და ბლანკების ნიმუშები მტკიცდება „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შენახვისა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის გაცემის წესები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. |