Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 37 ელექტროენერგიის წარმოების ხელშეწყობა. 1. ელექტროენერგიის წარმოების ხელშეწყობა რეგულირდება გამჭვირვალედ და არადისკრიმინაციულად, ეკონომიკური მიზანშეწონილობის, საბოლოო მომხმარებლის მინიმალური დანახარჯებისა და ელექტროენერგეტიკულ ბალანსსა და საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერირებაზე ზეგავლენის კრიტერიუმების გათვალისწინებით. 2. განახლებადი ენერგიების წყაროებიდან ელექტროენერგიის წარმოება და მაღალი ეფექტიანობის კოგენერაცია შეიძლება წახალისდეს საქართველოს საკანონმდებლო აქტებით ან საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად განსაზღვრული წახალისებისა და მხარდაჭერის მექანიზმებით, განახლებადი ენერგიების წყაროებიდან ელექტროენერგიის წარმოების ან/და ელექტროენერგიისა და სითბოს კომბინირებული წარმოების იმ დონის მისაღწევად, რომელიც ენერგეტიკული გაერთიანების შესაბამისი კანონმდებლობით საქართველოსთვის არის დადგენილი. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესები და პირობები უნდა მოიცავდეს შესაბამის წახალისებისა და მხარდაჭერის მექანიზმებს, ელექტროენერგეტიკული საწარმოების უფლებებსა და მოვალეობებს, ელექტროენერგიის წახალისებული წარმოების პირობებსა და დაკავშირებულ მარეგულირებელ მოთხოვნებს. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 37 4. ელექტროენერგიის წარმოების ხელშეწყობა, მათ შორის, ყველა წამახალისებელი ან/და მხარდამჭერი ღონისძიების შეფასება, უნდა განხორციელდეს ამ კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით და, საჭიროების შემთხვევაში, დასაბუთდეს კონკურენციის ან/და სახელმწიფო დახმარების მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |