FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

article  2182

თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ მოსამართლის ბრძანების გასაჩივრების წესი.
1. თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის მისი გასაჩივრების ვადის ამოწურვის მომენტიდან. ამ ბრძანების გასაჩივრება აჩერებს მის მოქმედებას.
2. თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანება ამ ბრძანების გამომცემ სასამართლოში, მხარეებისათვის ბრძანების ეგზემპლარების გადაცემიდან (გაგზავნიდან) 5 დღის ვადაში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს.
3. სააპელაციო სასამართლო თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარს განიხილავს შეტანიდან 1 თვის ვადაში, ამ კოდექსის 21-81 მუხლით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განხილვისათვის დადგენილი წესით.
4. სააპელაციო სასამართლოს მიერ თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.