Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ article 16 ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზია. 1. მარეგულირებელი ორგანო ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიას გასცემს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ეს ლიცენზია განუსაზღვრელი ვადით გაიცემა. 2. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზია გაიცემა შემდეგ საქმიანობებზე: ა) მაღალი რისკის ბირთვული და რადიაციული ობიექტის დაპროექტება; ბ) მაღალი რისკის ბირთვული და რადიაციული ობიექტის ექსპლუატაცია; გ) მაღალი რისკის ბირთვული და რადიაციული ობიექტის ექსპლუატაციიდან გამოყვანა და დეკომისია; დ) რადიოაქტიური მასალების წარმოება (დამზადება), ფლობა, დროებითი შენახვა, გამოყენება-რეალიზაცია; ე) მაიონებელი გამოსხივების გენერატორის სამედიცინო მიზნით გამოყენება; ვ) მაიონებელი გამოსხივების წყაროს სამედიცინო (სამკურნალო) მიზნით გამოყენება; ზ) რადიოაქტიური ნივთიერებების (რადიოფარმპრეპარატების) სამედიცინო დიაგნოსტიკის მიზნით გამოყენება; თ) რადიოაქტიური ნივთიერებების (რადიოფარმპრეპარატების) სამედიცინო სამკურნალო მიზნით გამოყენება; ი) მაიონებელი გამოსხივების გენერატორის ან/და რადიოაქტიური მასალების მომსახურების მიწოდების მიზნით გამოყენება; კ) მაიონებელი გამოსხივების გენერატორის სამრეწველო მიზნით გამოყენება; ლ) მაიონებელი გამოსხივების წყაროს სამრეწველო მიზნით გამოყენება; |
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ article 16 მ) მაიონებელი გამოსხივების გენერატორის სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნით გამოყენება; ნ) მაიონებელი გამოსხივების წყაროს სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნით გამოყენება; ო) მაიონებელი გამოსხივების გენერატორის და რადიოაქტიური მასალის შემცველი დანადგარების მომსახურებ ა და მათი სარემონტო სამუშაოების ჩატარება; პ) ბირთვული მასალების, რადიოაქტიური წყაროების და რადიოაქტიური ნარჩენების ტრანსპორტირება; ჟ) რადიოაქტიური წყაროებისა და ნარჩენების კონდიცირება, შენახვა და დამარხვა, რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებული მოწყობილობების, ტერიტორიის ან/და სათავსების დეკონტამინაცია; რ) რადიოაქტიური წყაროებისა და ნარჩენების გადაზიდვისა და შენახვისათვის განკუთვნილი კონტეინერების დამზადება; ს) მაიონებელი გამოსხივების წყაროების საექსპერტო-ინსტრუმენტული გაზომვები, მეტროლოგია, იუსტირება, მონტაჟი. 3. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზია შეიძლება გაიცეს როგორც ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობებისათვის კომპლექსურად, ისე ცალკეული საქმიანობ ებ ისათვის ან საქმიანობის განხორციელების ცალკეული ეტაპების შესაბამისად. |
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ article 16 4. მაღალი რისკის ბირთვული და რადიაციული ობიექტების განმსაზღვრელი კრიტერიუმები დგინდება ამ კანონის მე-11 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. 5. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზია არ გაიცემა ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ რეგულირებიდან გამორიცხულ საქმიანობებზე და მაიონებელი გამოსხივების მაგენერირებელი წყაროების ტრანსპორტირებასა და შენახვაზე. 6. უცხო ქვეყნის მიერ გაცემული ლიცენზიისა და ნებართვის აღიარება რეგულირდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით. |