FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  14

ლიცენზიატის უფლებები და ვალდებულებები.
1. ლიცენზიატს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სრულად ისარგებლოს კონკრეტული საქმიანობის ლიცენზიიდან გამომდინარე მისთვის მინიჭებული უფლებებით და ვალდებულია ჯეროვნად შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები და ვალდებულებები.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  14

2. ლიცენზიატს არ აქვს უფლება, კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე შეწყვიტოს, შეამციროს ან მისი მოქმედების არეალის ფარგლების გარეთ გაზარდოს ლიცენზიით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მომსახურების შეწყვეტა ან შემცირება ხდება სისტემით მოსარგებლის ან მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ტექნიკური ან უსაფრთხოების მიზეზით. აღნიშნული გამონაკლისების გარდა, მომსახურების შეწყვეტის ან შემცირების მიზნით ლიცენზიატი ვალდებულია წინასწარ, გონივრული ვადით ადრე მიმართოს კომისიას მომსახურების შეწყვეტის ან შემცირების მოთხოვნით. იმ შემთხვევაში, თუ კომისიამ მიიღო მოთხოვნა მომსახურების შეწყვეტის ან/და შემცირების ან ლიცენზიის გაუქმების თაობაზე, იგი უფლებამოსილია, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მიიღოს გადაწყვეტილება სპეციალური მმართველის დანიშვნის თაობაზე, თუ ლიცენზიატის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლოა საფრთხე შეექმნას მომხმარებლებისთვის დადგენილი ხარისხის სტანდარტების შესაბამისად ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის უწყვეტ მიწოდებასა და სასმელი წყლით საიმედო მომარაგებას. კომისიისგან მომსახურების შეწყვეტაზე ან შემცირებაზე თანხმობის მიღების შემთხვევაში ლიცენზიატი აბარებს სალიცენზიო მოწმობას. ასეთ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ცვლილება შეიტანოს ლიცენზიაში ან გააუქმოს ლიცენზია.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  14

3. არ შეიძლება ლიცენზიატს დაეკისროს ვალდებულება, გააგრძელოს ლიცენზიით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, თუ ამ მომსახურების მიმღები სისტემით მოსარგებლე ან მომხმარებელი არ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით ან/და მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
4. ლიცენზიატი ვალდებულია კომისიას აცნობოს კომისიის მიერ დამტკიცებული ლიცენზირების წესების შესაბამისად, ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ მონაცემებში ან ინფორმაციაში განხორციელებული ცვლილების თაობაზე. კომისია განსაზღვრავს იმ მონაცემებსა და ინფორმაციას, რომელთა ცვლილება ექვემდებარება დაუყოვნებელ შეტყობინებას, და ადგენს სხვა სახის მონაცემებში ან ინფორმაციაში განხორციელებული ცვლილებების შეტყობინების ვადას.
5. ლიცენზიატი ვალდებულია, ამ კანონით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და კომისიის მიერ დამტკიცებული ანგარიშგების წესების შესაბამისად, მოამზადოს და წარუდგინოს საქმიანობის ანგარიში კომისიას და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში − სხვა კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებს.
6. ლიცენზიატის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს ამ კანონითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  14

7. კომისია უფლებამოსილია გასცეს ლიცენზია ამ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი დოკუმენტაციის გარეშე, ლიცენზიატის მიერ აღნიშნული დოკუმენტაციის კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოდგენის პირობით.
8. იმ ლიცენზიატის მიერ, რომელზედაც გაიცა ლიცენზია ამ მუხლისმე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია თავისი ინიციატივით გააუქმოს ლიცენზია ან/და ლიცენზიატს განუსაზღვროს დამატებითი ვადა დოკუმენტაციის წარმოსადგენად ან/და მის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.