Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
პროკურატურის შესახებ article 60 შეფასების შედეგების გასაჩივრების წესი. 1. პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი უფლებამოსილია გაასაჩივროს შეფასების შედეგები გაცნობიდან 10 დღის ვადაში. 2. პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი უფლებამოსილია გაეცნოს იმ მასალებს, რის საფუძველზეც შემფასებელმა განსაზღვრა მისი კომპეტენციის ზღვარი. 3. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის საჩივარს იხილავს დროებითი სათათბირო ორგანო − საპრეტენზიო საბჭო და იღებს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას: ა) აკმაყოფილებს საჩივარს და ცვლის ან აუქმებს შეფასების შედეგს. შეფასების შედეგის გაუქმების შემთხვევაში პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი 60 დღის ვადაში ექვემდებარება ხელახალ შეფასებას; ბ) არ აკმაყოფილებს საჩივარს და უცვლელად ტოვებს შეფასების შედეგს. 4. საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილება ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შესაძლებელია გასაჩივრდეს კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოში, რომელიც 2 თვის ვადაში ღებულობს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას: ა) არ აკმაყოფილებს საჩივარს და უცვლელად ტოვებს საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებას; ბ) აკმაყოფილებს საჩივარს და ცვლის საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებას. 5. საჩივრის ავტორი და შემფასებელი უფლებამოსილია ახსნა-განმარტების მისაცემად დაესწროს საბჭოების მიერ საჩივრის განხილვის სხდომებს. |